დედა ანას მიერ დასმულმა დიაგნოზმა ბავშვი ხელის ამპუტაციას გადაარჩინა
|
წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყოველდღიურად უამრავი მრევლი მიდის. იქ მოღვაწე დედა ანას ლოცვით მომხდარი სასწაულების შესახებ, უკვე მთელმა საქართველომ იცის. საზოგადოებაში დიდი ინტერესის გამო, ჩვენმა ჟურნალმა ამის შესახებ, უკვე არაერთი წერილი გამოაქვეყნა. ჩვენ ამჯერადაც გავესაუბრეთ მასთან დასალოცად მისულ მრევლს, რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ, ამ მადლმოსილი მონაზონის მიმართ. თამარ ბერაძე: ადამიანის ცხოვრებაში, დგება ისეთი დრო, როცა უფალი თავად დაგაყენებს გზაზე, რასაც გადარჩენის გზა ჰქვია. დედა ანას არსებობის შესახებ მეგობრებმა გვითხრეს. მათ წლების განმავლობაში შვილი არ ჰყავდათ, იმედი გადაწურული ჰქონდათ, დედა ანას ლოცვით კი ახლა ორი პატარას მშობლები არიან. ერთ დღეს, როდესაც ჩემზე ბოროტის ზეგავლენამ იმძლავრა, დასუსტებულმა დედა ანას მივაკითხე. ოთხი ვაჟკაცი ცდილობდა ჩემს შეკავებას და დაწყნარებას, ისეთ წინააღმდეგობებს ვუწევდი მათ. ძალიან აგრესიული ვიყავი და ეკლესიაში შესვლა არ მინდოდა. დედა ანასთან ერთმა მისვლამ, მისმა დალოცვამ და დარიგებამ კი საკუთარი თავი დამიბრუნა. მას შემდეგ ყოველდღე დედა ანას სტუმარი ვარ და თავსაც უკეთესად ვგრძნობ. მადლობა დედა ანას რწმენის და სიკეთის დაბრუნებისთვის. ნათია ჯანეზაშვილი: დედა ანასთან იმდენი პრობლემებით მივედი, რომ ვფიქრობდი ამდენი რამ ერთნაირად როგორ ვუთხრა-მეთქი. მომლოცველების რიგში ვიდექი, როდესაც ის ტაძრიდან გამოვიდა და თავის სამლოცველოში ხალხის მიღება დაიწყო. უეცრად დაიძახა ნათია შემოვიდესო, არადა დედა ანა საერთოდ არ მიცნობდა. გარეთ მდგომი გულში მივმართავდი და ვესაუბრებოდი ჩემს გასაჭირზე, ჩემს უთქმელად კი ის ყველაფერს მიხვდა. როდესაც შევედი დამლოცა და მითხრა, მკერდზე საოპერაციო არაფერი გჭირსო, რაც მალე ექოსკოპიამაც დაადასტურა. რაღაც დროის შემდეგ ოჯახურმა პრობლემებმა იჩინა თავი. ეჭვი მქონდა, რომ ოჯახის ახლობელი ჯადოს მიკეთებდა. ამჯერადაც დედა ანასთან შესასვლელ რიგში მდგომი, მას ისევ ფირებით ვთხოვდი ის ადამიანი დაენახვებინა, ვინც ჯადოს მიკეთებდა. დედაომ დამლოცა, მისგან წამოსვლიდან ორი დღის შემდეგ კი ეჭვი დამიდასტურდა, თვალნათლივ დამანახა უფალმა ის ადამიანი, ვინც ჯადოს მიკეთებდა. ახლა უკვე ვიცი ვის ვერიდო, ვინ არის ჩემი მტერი. ეს ყველაფერი დედა ანას ლოცვის დახმარებით და უფლის შეწევნით მოხდა. მადლობა უფალს, რომ დედა ანა არსებობს, ყოველთვის რწმენით აღსავსე ავდივარ მასან. ღმერთმა გააძლიეროს, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოაკლოს. მიმოზა გელენავა-ხუფენია: წყნეთში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში, ყველასთვის სათნო, უსაყვარლესი დედა ანა ცხოვრობს. მისი ლოცვა-კურთხევით უამრავი ადამიანი განიკურნა. მათ შორის მეც. ფეხი ძალიან მტკიოდა, ვკოჭლობდი, დედა ანამ კურთხევა მომცა მასთან ავსულიყავი. ასეც მოვიქეცი და შვიდი ლოცვის შემდეგ ფეხის ტკივილმა საერთოდ გამიარა. შვილს სამსახურთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, უმუშევრად იყო და დედა ანას ლოცვით სამსახური დაიწყო. როდესაც ვუყურებ მისგან წამოსვლა არ მინდა, ოთხი წელია მის ლოცვებზე დავდივარ, ძალიან მიყვარს, ჩემი მფარველი ანგელოზია. ვუსურვებ ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს, რომ მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლდეს. ნანა კახელი: მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო დედა ანას მიმართ. მისი ლოცვით უამრავმა ადამიანმა იგრძნო შვება, როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ასევე სულიერედაც მოიპოვა სიმშვიდე. ძალიან კმაყოფილი ვარ, მწამს და მჯერა მისი ლოცვების. ის უფალმა მოავლინა, რათა გაგვკურნოს და გაგვაძლიეროს, ყოველგვარ პრობლემებს გავუძლოთ. მისი ლოცვები ჩვენს ოჯახს ყოველთვის გვეხმარება. უფალს ვთხოვ, დიდხანს გვიცოცხლოს, ჯანმრთელობა არ მოაკლოს ხალხის და სამშობლოს საკეთილდღეოდ. ნონა ზაქაიძე: ჩემი ძმა ავტო საგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა. მძიმე ჭრილობებით კატასტროფის ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქირურგთა დიდი ძალისხმევით ცხრა საათიანი ოპერაცია ჩატარდა. ოპერაციის შემდეგ ექიმები იმედს ვერ გვაძლევდნენ, რადგან მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. დედა ანასთან წავედი და ჩემი ძმის დალოცვა ვთხოვე. დამაიმედა და მითხრა, არ ინერვიულოთ, ილოცეთ და კარგად იქნებაო... მართლაც, რამდენიმე დღეში დედა ანას ლოცვის შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა. სამ კვირაში ჩემი ძმა სახლში გამოწერეს. მინდა დედა ანას მადლობა გადავუხადო და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო, განსაცდელში მყოფი ხალხის იმედად. მაგდა ბერიძე: ჩემი შვილი მარიამი თანდაყოლილი ანომალიით დაიბადა. სქოლიოზი და მეთორმეტე მალა არ განუვითარდა. გამოკვლევისას გვითხრეს, ურთულესი ოპერაცია თოთხმეტი წლის ასაკში უნდა გაუკეთდესო. მარიამს ხერხემლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. ძალიან დიდი განსაცდელი გველოდა. დედა ანას შესახებ გავიგეთ და ოპერაციის წინ მასთან სიარული გადავწყვიტეთ. მან დაგვლოცა და დაგვაიმედა ოპერაცია კარგად ჩაივლისო. მართლაც, დღეს ჩემი გოგონა ჩვეული რიტმით ცხოვრობს და თავს კარგად გრძნობს. ამაზე დიდი სასწაული რა შეიძლება იყოს?! უფალს ვთხოვ დედა ანას სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მხნეობა მისცეს. ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება |