2016 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ლუქსემბურგში მოღვაწე ქართველი არტისტის ირინა გაბიანის პერსონალური გამოფენის გახსნაზე - "გახსნილი სამყარო". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა. მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობით, მრავალფეროვნებით თუ ყოველი დეტალით. არტისტის აზრით, კაცობრიობა იმ უნიკალური სისტემის ნაწილია, რომელიც უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენისგან შედგება. ირინა გაბიანი ცდილობს თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კონცეპტუალურად მთლიანად ამ თემას შეეხება. ირინა გაბიანი არის ვიზუალური არტისტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს. არტისტი ინტენსიურად მართავს გამოფენებს, მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო ვიდეო არტფესტივალებში, არტფორუმებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტებში. მათ შორის 2011 წელს ვენეციის 54-ე საერთაშორისო ბიენალეზე Aრსენალე-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში; ტორინოს ფესტივალში Video Dია Lოგჰი, ასევე ედნბურგის საერთაშორისო ფესტივალში, 2013 წელს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალში თორონტო Urban Film Festival, კოლნის ვიდეო ფესტივალში ჩოლოგნე OFF, პეკინის contemporary Art Fair-ზე, 2012 წელს რომის არტფესტივალში sguardi sonori, ასევე საქართველოში Fest ი nova-ში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე - "არტისტერიუმი". 2015 წელს ირინა გაბიანის ვიდეონამუშევარი "Part of the wnole" იაპონიაში საერთაშორისო პროექტ "time is love"-ის ფარგლებში საგამოფენო სივრცე Desing lab yokahama-ში აჩვენეს. 2015 წელს ტურინში გალერეა Giampero Biasutti-ში ჰქონდა პერსონალური გამოფენა, ასევე ამავე წელს პარიზში შobering Gallery-ში გაიმართა მისი ვიდეოების ჩვენება და Live-პერფორმანსი. 2015 წელს ბერლინში Plateau Gallery -ში არტისტმა აჩვენა თავისი Live-პერფორმანები ,,take off your veil", ,,slave of your own system". 2016 წელს პარიზში Galerie de la Voûte-ში მოეწყო ირინა გაბიანის ვიდეო ნამუშევრების ჩვენება. გამოფენების გარდა ირინა გაბიანს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო პრიზი: 2011 წელს ჩოლოგნე OFF-ზე დაასახელეს თვის საუკეთესო არტისტად და ჰქონდა პერსონალური გამოფენა რიგაში Noass Art centre-ში, ასევე ბეირუთში პერსონალური ჩვენება shams - the hunflower theater-ში; 2011წელს კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში მისმა ვიდეო ნამუშევარმა Letters from the sky ჟიურის თავმჯდომარის სპეციალური პრიზი მოიპოვა; 2008 წელს ტრევიზოში Arte Laguna-ს III საერთაშორისო კონკურზე ინსტალაციისთვის "A rose doesn" t come without thorns" დაასახელეს საუკეთესო უცხოელ არტისტად და ასევე გადასცეს მაყურებლის სპეციალური პრიზი, როგორც მათი რჩეული არტისტი; 2008 წელს ნოვარაში ვიდეო პერფორმანსისთვის "the slaves of the sistem" ვიდეოარტის VIII საერთაშორისო კონკურსის პრიზი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ირინა გაბიანი თავის ნამუშევრებს აჩვენებს მთელ მსოფლიოში, ცნობილ და პრესტიჟუ ლგალერეებში, მუზეუმებში, საერთაშორისო ფორუმებსა და გამოფენებზე, ყოველთვის ცდილობს რომ აჩვენოს თავისი ნამუშევრები საქართველოში, რასაც თითქმის ყოველ წელს აკეთებს. მას ჰქონდა გამოფენები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში "ქარვასლა", საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
მზეხა მახარაძე
უკან დაბრუნება
|