,,ლაშარი" ბულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადება

სტუდია ,,ლაშარი'' 25 წელია არსებობს, მისი ხელმძღვანელი ტარიელ გოგობერიშვილია. ახლახანს მათ შემაჯამებელი სოლო კონცერტი,,მაგთი კლუბში'' ჩაატარეს. ბავშვებმა ოცდაათამდე სიმღერა შესთავაზეს მსმენელს. კონცერტს ჟიურის წევრები; სამუსიკო სკოლის პედაგოგები, გურამ ჯაიანი, გრიშა ჩიგოგიძე და უცხოელი მუსიკოსი აფასებდნენ.
ვერიკო მურჯიკნელი: რამდენიმე წლის წინ,,ლაშარში" ბავშვის მიყვანა გადავწყვიტე, მაშინ იქ კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი მოღვაწეობდა. რადგან მუსიკალური განათლება მქონდა ბატონმა ნუგზარმა პედაგოგობა შემომთავაზა, ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. თავიდან ბავშვების რაოდენობა მცირე იყო, თუმცა შრომის შედეგად გავმრავლდით. უკვე მეოთხე წელია ლაშარში ვმუშაობ, მეც კმაყოფილი ვარ და ბავშვებიც.სტუდიაში, როგორც საესტრადო, ასევე ხალხურ სიმღერებს ვასწავლით.
– კონცერტებს ხშირად მართავთ?,,ლაშარი" ბულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადება
– კონცერტებს თითქმის საქართველოს მაშტაბით ყველგან ვაწყობთ, ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალებზე. ცოცხალი შესრულების საუკეთესო ნიმუშისთვის, ბევრი მადლობის წერილიც მოგვსვლია. 
– სტუდიაში რა ასაკის ბავშვები გყავთ?
- ასაკი ჩვენთან განუსაზგვრელია, რა თქმა უნდა სკოლის ასაკამდე.
– ეს თქვენთვის პირველი სოლო კონცერტია?
- დიახ, ეს ჩვენი პირველი შემაჯამებელი სოლო კონცერტია. რაც ოთხი წლის განმავლობაში გაგვიკეთებია, დღეს ბავშვებმა სცენაზე წარადგინეს. კონცერტები ძირითადად სტანდარტულ დარბაზებში იმართება, ამჯერად გადავწყვიტეთ ,,მაგთი კლუბში'' ჩაგვეტარებინა, რადგან ეს იყო განსხვავებული სტილის და ფორმატის, ამიტომ გამოიწვია გარკვეული ინტერესი. მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ამ კონცერტისთვის ვემზადებოდით. გვაქვს 25 საესტრადო სიმღერა, აქედან 12-13 სიმღერა ჯგუფურია, ხოლო დანარჩენი სოლო ნომრები. ექსპერიმენტის სახით კი მსმენელს ხალხური სიმღერები შევთავაზეთ.
– ვინ არიან ჟიურის წევრები?
- ესენი არიან სამუსიკო სკოლიდან მოწვეული პედაგოგები, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შემფასებელი ანსამბლ ,,მზიურის'' დამაარსებელი ბატონი გურამ ჯაიანია, მან არაერთი თაობა აღზარდა, ამიტომ მისი აზრი ჩვენთვის უმთავრესია. ასევე, სტუმრად მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის კინო-სტუდიის დირექტორი ბატონი გრიშა ჩიგოგიძეც გვყავს.
– გამარჯვებულთათვის რა პრიზები გაქვთ?
- ამ აზრს ყოველთვის ვეწინააღმდეგები, რადგან რომელიმე მათგანს არ მინდა გული დაწყდეს. ბავშვები დიპლომებით და გულსაკიდებით დაჯილდოვდებიან.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?,,ლაშარი" ბულგარეთში ფესტივალზე გასამგზავრებლად ემზადება
- ბულგარეთში საერთაშორისო ფესტივალი ტარდება, სადაც მონაწილეობას 27 ქვეყანა იღებს, სადაც ჩვენც ვართ მიწვეულნი. ფესტივალი 2017 წლის ივლისში ტარდება, იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვები წარმატებას ჩამოიტანენ. გული მწყდება, რომ სპონსორი არ გვყვავს და ბავშვები საკუთარი ხარჯებით იღებენ კონცერტებზე მონაწილეობას.
გურამ ჯაიანი (ჟიურის წევრი): ეს კონცერტი მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასო. მთავარია ბავშვები სცენას მიეჩვივნენ. სცენა ბავშვს სითამამეს აძლევს.
გრიშა ჩიგოგოძე (ჟიურის წევრი): ძალიან გამიხარდა, რომ კონცერტზე პატრიოტული სიმღერები შესრულდა. კონცერტს დადებითად ვაფასებ, შეიძლება გაკეთდეს ერთობლივი პროექტი. მისალოცია ეს ამბავი, როგორც პედაგოგისთვის და ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვისაც.
თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება