გურჯაანში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ლაშა მ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ჩ, 1988 წელს დაბადებული კახაბერ ს. და 1979 წელს დაბადებული აკაკი ჯ. დააკავეს. ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით).
ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია.


უკან დაბრუნება