ფერისცვალების დღესასწაული და ხილის კურთხევის ტრადიცია

19 აგვისტოს, მართლმადიდებლური სამყარო ,,ფერისცვალების" დღესასწაულს აღნიშნავს. ის 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.
ფერიცვალების დღესასწაულზე, ყველა მოქმედ ტაძარში ხილი იკურთხება. ეს შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს. უფალმა ადამიანებს სამოქმედოდ და საშრომლად მიწა მისცა, ამიტომ პირველი ადამიანები, რასაც ამ მიწიდან შრომის შედეგად ნაყოფის სახით იღებდნენ, მის გარკვეულ ნაწილს, სამადლობელის მიზნით უფალს სწირავდნენ. ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა.

ფერისცვალების დღესასწაული და ხილის კურთხევის ტრადიცია
ტროპარი
მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდება შენი ძალისაებრ მათისა, და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
კონდაკი
მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ ედვა მოწაფეთა შენთა, დიდება შენი უჩუენე, რაჲთა რაჟამს იხილონ ჯუარცმა შენი, გულისხმა-ჰყონ, ვითარმედ ვნება იგი ნებსით არს, და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალება მამისა.


უკან დაბრუნება