კახა მამულაშვილი: ორი თვე მინდა ოჯახთან ვიყო

კახა მამულაშვილი: ორი თვე მინდა ოჯახთან ვიყოსაქალაქო სასამართლომ მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარს კახა მამულაშვილს "მამულიჩას" წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოზე ,,მამულიჩამ" განაცხადა, რომ: - "უცხოეთში კოკაინი გამისინჯავს. ერთი შეხედვით მივიჩნიე, რომ ეს რაოდენობა რაც აღმომაჩნდა, ბევრი არ იყო. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რაღაცას არ გავაკეთებდი. მზად ვარ პასუხი ვაგო. უბრალოდ ორი თვე მინდა ოჯახთან ვიყო, რომ თუ დამნაშავედ მცნობენ მოვემზადო ფსიქოლოგიურად. ჩემი უგუნური ქმედების გამო მომივიდა. თუ გაითვალისწინებთ, მოხარული ვიქნები, თუ არა და კანონს."
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით პროდიუსერი, მომღერალ ლელა წურწუმიას მეუთლე კახი მამულაშვილი დააკავა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კახი მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.
დაკავებულს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


უკან დაბრუნება