ილია მეორე: აშშ–ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა!

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აშშ–ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდ შეცდომდ მიიჩნია და საკვიარო ქადაგებისას ამის შესახებ ბრძანა: "არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები, სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ. აშშ–ში, მთელს სახელმწიფოში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსექესიანთა ქორწინება, ეს დიდი შეცდომაა. ამას ამბობენ თვით ამერიკელი სასულიერო პირები, ჩვენც ამას ვადასტურებთ და ვამბობთ, ეს არის დიდი შეცდომა", – აღნიშნა პატრიარქმა.


უკან დაბრუნება