მოსხლეობის გაფრთხილების გარეშე, სასმელი წყლის მილებში გაურკვეველი ხსნარი გაატარეს

ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძვნებელმა, ლევან ხაბეიშვილმა ინტერნეტში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მას შანიძის ქუჩის მოსახლეობამ მიაწოდა.

"თბილისი, შანიძის ქუჩა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამომიგზავნა ორი ფოტო. პირველი სადაც ჩანს, რომ წყალს ფეკალური მასა მოყვება რის შემდეგაც უამრავი ზარი შევიდა შანიძის ქუჩიდან ცხელ ხაზზე. ამის შემდეგ ისე რომ მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ მილებში გაატარეს გაურკვეველი ხსნარი რის დალევაც არ შეიძლებოდა. ( იხილეთ ფოტოები ) ეს ყველაფერი სავარაუდოდ დაკავშირებულია ვერეს ხეობის გაწმენდით სამუშაოებთან", - წერს ხაბეიშვილი ფოტოს კომენტირებისას.
სურსათის ეროვნული სააგენტო კი მოსახლეობას აფრთხილებს: ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, გრძელდება წყლის სინჯების კვლევა თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებულ წერტილებში. დღეისათვის კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" (GჭP) ერთობლივად და მისი კვლევის პარალელურად ხორციელდება სასმელი წყლის 48 სინჯის ლაბორატორიული კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.
სინჯები აღებულია ასევე სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდან.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რასაც მოსახლეობას დამატებით ვაცნობებთ.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პრევენციის მიზნით ახორციელებს ორმაგ დაქლორვას. ორმაგი ქლორირება ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №62 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი - "ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციის წესების" შესაბამისად.
სურსათის ეროვნული სააგენტო გირჩევთ, წყალი ადინოთ 2-3 წუთის განმავლობაში, დააყოვნოთ სუფთა ჭურჭელში და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად."


უკან დაბრუნება