ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქცია იგეგმება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე უკვე დაკითხვაზე იმყოფება. ლაგუნა ვერესთან მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი გულგირლობის მუხლით დაიწყო, რადგან ხელისუფლება ქუჩებში მტაცებელი ცოხველების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას სწორედ ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ცნობებს ეყრდნობოდნენ.
ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას: ,,ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - უამრავთა გამოხმაურება მოჰყვა.
განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძეც: "ძალიან დიდი იმედი მაქვს ზურა გურიელიძეს, უპატიოსნეს პროფესიონალს და დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს არ დააპატიმრებენ. ეს კაცი იმდენჯერ მოკვდა ამ დღეებში, ეგეც ეყოფა".
სოციალურ ქსელში ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი მოწოდებები ვრცელდება –,,მხარდაჭერა ზურაბ გურიელიძეს - მოვითხოვთ, საქართველოს პრემიერმინისტრის და თბილისის მერის დაუყონებლივ გადადგომას", - ამ სახელწოდების აქცია დაიგეგმა 19 საათისთვის მთავრობის კანცელარიის წინ ,,ფეისბუქში".


უკან დაბრუნება