თბილისი კვლავ სტიქიის მოლოდინშია

მოსალოდნელი ძლიერი წვიმის გამო სტიქიის ზონიდან გაწმენდითი სამუშაოები შეწყდა. სვანიძის ქუჩიდან, ზოოპარკის, გმირთა მოედნისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიებიდან მომუშავე ადამიანები და მძიმე ტექნიკა გაიყვანეს.
სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ამ წუთებში სპეციალური განცხადება გააკეთა კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და აღნიშნა, რომ სამუშაოების შეწყვეტას იწვევს ამინდის მოსალოდნელი გაუარესება.
განცხადება გააკეთა ასევე სვანიძის ქუჩაზე მყოფმა პრემიერმა, რომ ზომები მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.

 


უკან დაბრუნება