ყველასათვის ცნობილი YOUTUBE-ს მამად წოდებული შოთო სიხარულიძე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, ერთ-ერთმა ემიგრანტმა აგენტობა დააბრალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ ჩატარებული კონკურსის ,,მისტერ ვალენტინი"–ს ჩაწყობაც დააბრალეს , სადაც ლევან სოლოღაშვილმა გაიმარჯვა. ჟურნალი geoelite.ge შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა და ამ ინფორმაციებზე კომენტარი სთხოვა. შოთო სიხარულიძე: პიროვნება, რომელმაც აგენტობა დამაბრალა ლიკა მანჯავიძეა, ასეთი სახელი და გვარით დამიდო პოსტი facebook-ის გვერდზე. ნამდვილად არ ვიცნობ ვინ არის ან რატომ დამაბრალა აგენტობა. ამ ამბავმა ხალხში დიდი აგრესია გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით პოსტიც დავწერე, ჩემზე რაც არ უნდა უარყოფითი დაიწეროს, მხოლოდ ღიმილით და იგნორით ვხვდები. ეს ყველაფერი ხუმრობას გავს, თუმცა ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ ძალიან ბოროტი ხუმრობა იყო. – ,,მისტერ ვალენტინის" ჩაწყობა რომ დაგაბრალეს, ესეც ხუმრობა იყო? – მაგ კონკურსით არასდროს დავინტერესებულვარ, უბრალოდ წელს პირველად გოგა გოგილაშვილი იღებდა მონაწილეობას, სადაც ხმის მიცემით ემიგრანეტბს თავისი რჩეული უნდა დაესახელებინათ. უამრავი ემიგრანტი მწერდა და ყველას ვეუბნებოდი, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი. როცა ლინკი გამომიგზავნეს აღმოჩნდა, რომ გოგას ნამდვილად დაუწესებია პრიზი, ვინც ხმებით პირველ ადგილზე გავიდოდა. გამომიგზავნეს ერთ–ერთი კონკურსანტის ფოტო და მთხოვეს, რომ გამეპიარებინა, შენ ამ საქმის მამა ხარო. ეს კი მხოლოდ ემიგრანტებისა და ქართველი თინეიჯერების თხოვნით გავაკეთე. ჩემს მეგობრებს მივმართე, ჩათვალეთ რომ შოთო სიხარულიძე მონაწილეობს კონკურსში და ისე დაუჭირეთ ლევანს მხარი–მეთქი. კიდევ ვამბობ, რომ ლევან სოლოღაშვილი ღირსეული გამარჯვებულია. – ამბობენ, რომ ლევან სოლოღაშვილის პიარისთვის თქვენ გარკვეული თანხა აიღეთ. – ტყუილია, არც თანხა და არც სხვა სახის დაპირება არ მიმიღია ამ პიარისთვის. – ლევანს რატომ დაეხმარეთ, თქვენი ახლობელია? – ახლობლები არ ვართ. რაც ჩემი და ლევანის ურთიერთობას შეეხება, ყველას მინდა ვუთხრა, ნუ იძიებენ ჩემს პირად ურთიერთობებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ კითხვის დასმის უფლებას მხოლოდ ახლო მეგობრებს აძლევს და პასუხსაც მათ ვცემ. – მაშინ რა იყო მიზეზი, რომ ლევან სოლოღაშვილს აპიარებდით? – ლევანი ძალიან კარგი ადამიანია, ის ნამდვილად ღირსი იყო ,,მისტერ ვალენტინი" გამხდარიყო, იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. გეტყვით, რომ ჩემმა შრომამ, მონდომებამ და პიარმა შედეგი გამოიღო, ჩემი facebook-ის გვერდზე ასობით ადამიანი წერდა, რომ მე და ლევანს ამ კონკურსში მხარს გვიჭერდა. ლევან სოლოღაშვილს არაჩვეულებრივ ნიჭიერ ადამიანს, ვულოცავ ,,მისტერ ვალენტინი 2015"-ის ტიტულის მოპოვებას. ის ამას ნამდვილად იმსახურებდა. ვუსურვებ ცხოვრებაში წარმატებებს, კარიერულ წინსვლას. ყველამ იცოდეს, რომ შოთო სიხარულიძე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში ნიჭიერი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდების გვერდით დადგება. ასევე მინდა მივულოცო გიგი ლაზარეიშვილს, რომელიც ამ კონკურსის მონაწილე იყო. ძალიან გამიხარდა გიგის წარმატებებიც. დიდი მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, მეგობარს, ემიგრანტს, მათ გარშე არ ვიცი რას გავაკეთებდი. – რას იტყვით იმაზე, რომ თითქოს ემიგრანეტბისგან, მომღერლებისგან და სხვადასვხა პიროვნებებისგან ქრთამს იღებთ, რათა YOUTUBE–ზე ვიდეოები ატვირთოთ და ხალხი აპიაროთ? – ვიმეორებ, შოთო სიხარულიძეს არასდროს არანაირი თანხა არავისგან აუღია, ამ ყველაფერს უანგაროდ ვაკეთებ უკვე 8 წელია. ასევე სრულიად უანგაროდ ვაპიარებ ყველა ნიჭიერ და არაჩვეულებრივ ადამიანს, იქნება ეს მომღერალი, თუ სხვა პროფესიის ადამიანი. დავიღალე ამ ჭორებით და იმედია აღარასდროს აღარ დაგჭირდებათ ამ კითხვების დასმა. ყველამ გაიგოს, რომ არანაირ სიტუაციაში თანხას არ ვიღებ. – ბოლო დროს ძალიან ბევრ ინტერნეტ გამოცემებში შენს შესახებ უარყოფითი სტატიები იწერება, ფიქრობ, რომ ეს შენი ანტიპიარის ნაწილია? – ყველა ინტერნეტ გამოცემას მოვუწოდებ, იმაზე წერონ რაც მხოლოდ რეალობაა. რაც არ უნდა ანტიპიარი გამიწიოს მავანმა და მავანმა, ხალხი სიმართლეს ხედავს. 8 წელი საკმაო დროა სიმართლის გარკვევისთვის. ანტიპიარით ვერავინ შეძლებს ჩემი რეპუტაციის, რეიტინგის, თუ ადამიანობის შებღალვას. თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
უკან დაბრუნება
|