ვულკანური აბაზანა

კურილიის კუნძულები ბუნებრივი მიწისქვეშა სითბოს საგანძურია. მოქმედი და მძინარე ვულკანები ,,ათბობენ" რა კურილიის მიწას, ბევრ საოცრებას ქმნიან. ერთ–ერთი მათგანის შესახებ მოგვითხრო ექსპედიციის მონაწილემ.
შიაშკოტანის კუნძულზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს საოცარი ,,აბაზანა", რომელშიც სიამოვნებით იბანავეს. კლდის ძირში, დიდი ქვის ღრმულში ხუთი მეტრის სიმაღლიდან მოქუხს ორი ჩანჩქერი. ერთი მათგანი ცივია, ხოლო მეორე ცხელი.
კლდის თავზე არის თავისებური გამანაწილებელი მოწყობილობა – მოძრავი ქვა. ამ ქვით შეიძლება წყლის ტემპერატურის რეგულირება.
ვულკანური ,,აბაზანა" არ იყინება მთელი წლის განმავლობაში.


უკან დაბრუნება