,,გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აკეთებს და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უერთდება. ნინო ბურჟანაძე: ,,რუსთაველის გამზირზე,პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" უერთდება!!!" იური ვაზაგაშვილის მკვლელობა საზოგადოების ნაწილმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტა. რუსთაველის გამზირზე ,,თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები შეიკრიბნენ. პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლებიც.
უკან დაბრუნება
|