მოქალაქე საბაჟოზე არადეკლარილებული თანხის შემოტანისთვის დააჯარიმეს

საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფის" ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან შემოვიდა თურქეთის მოქალაქე ი.ა., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 25 000 აშშ დოლარი და 3400 თურქული ლირა აღმოაჩინეს.
ასევე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა 18 იანვარს სგპ "წითელ ხიდზე". აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე გ. ე.-ს, დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული თანხა - 34 900 აშშ დოლარი - აღმოუჩინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ორივე პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.


უკან დაბრუნება