ბათუმში თურქეთის მოქალაქისგან პოლიციამ 50 აბი ,,ექსტაზი" ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ოზგურ რ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" ამოიღეს, რომლის საერთო წონა ექსპერტიზის დასკვნით 14,836 გრ-ია და 0,6 გრ მეტამფეტამინს შეიცავს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 20,481 გრ გამომშრალი მარიხუანა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).


უკან დაბრუნება