შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზეზვა უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს. სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ ბოგის მიმდებარე ტერიტორიაზე,ზეზვა უ-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან, უკანონოდ მოჭრილი ნაძვის 22 ცალი 5 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ამოღებული სამასალე მერქნის საერთო მოცულობამ 9,45 კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა 1039,5 ლარია. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
უკან დაბრუნება
|