სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

,,სარფის"" საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 945.25გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული ნივთები შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქის, ტ.გ-ს კუთვნილი ბარგის და ავტომობილის დათვალიერებისას დააფიქსირეს. ოქროს ნაკეთობათა საერთო ღირებულებამ ექსპერტიზის მიხედვით, 52605.37 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


უკან დაბრუნება