გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა

გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ზანგურის პოეზიის საღამო ჩატარდა, სადაც უამრავი მსმენელი შეიკრიბა. საღამოს ორგანიზატორები ,,ილიაუნის"" თვითმმართველობის წევრები იყვნენ. ღონისძიებაზე 500 ადამიანის ყოფნამ (ამდენი ადამიანს არც პოეტი და საღამოს ორგანიზატორები ელოდნენ), კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ზანგური 21–ე საუკუნის, ახალგაზრდების საყვარელი პოეტია. ორგანიზატორები არ შემცდარან სტუმრის არჩევაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დღემ ძალიან ლამაზად ჩაირა. საღამოზე გაჟღერდა ზანგურის შემოქმედების, როგორც ძველი, ასევე ახალი ლექსები. დასასრულს პოეტმა საკუთარი კრებულებიც წარმოადგინა, რომელთა ყიდვის მსურველი ადგილზე ბევრი აღმოჩნდა. ,,ილიაუნის" თვითმმართველობა ასეთი წარმატებული ღონისძიებების შემდეგ, სტუდენტებს და არა მარტოგიორგი ზანგურის პოეზიის საღამოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა სტუდენტებს უამრავ საინტერესო და ლამაზ ღონისძიებას ჰპირდება. აღნიშნეს, რომ მათი ორგანიზებული ღონისძიებები ერთფეროვანი არ იქნება. ისინი სტუდენტებს საახალწლოდაც და მერეც უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან.
მზიკო კევლიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)


უკან დაბრუნება