მერია უწყებაში პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიაში პროკურატურა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის საქმეზე გამოძებას აწარმოებს, რის შესახებაც მერია განცხადებას ავრცელებს. 

,,მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.
ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად."


უკან დაბრუნება