თელავში სასწრაფო დახმარების დაგვიანებით მისვლამ კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლა

,,აი ასე მუშაობს თელავის სასწრაფო დახმარება!" – ასეთი დასათაურებით ავრცელებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სტატუსს, პოეტი ლელა ლაჩაშვილი, რომელიც დეიდის 65 წლის გულნაზი მესტვირიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს: ,,მოკლედ ახლა მელაპარაკნენ თელავიდან, ძალიან ანერვიულებული ვარ ... შეიძლება არ მეთქვა არაფერი, ეს რომ პირველი შემთხვევა ყოფილიყო ( ან რატომ არ უნდა მეთქვა მე ერთი დეიდა მყავდა და არაფერი ჭირდა სასიკვდლიო იმას ჯერ) საწყალი ქალი დილით თავის ფეხით წასულა აფთიაქში არა იმიტომ, რომ ცუდად იყო არამედ "კარდიო მაგნილი" გასთავებია , რომელსაც 40 წლის ზევით ყველა ადამიანი იღებს რეგულარულად. აფთიაქში გამხდარა ცუდად, უთქვამს: ცუდად ვარო მერე დაცემულა ( ისიც აღსანიშნავია, რომ აფთიაქი თელავის ცენტრში მდებარეობს) სასწრაფოს გამოუძახეს აფთიაქის თანამშრიმლებმა და სასწრაფო როგორც წესია თურმე თელავში ნახევარი საათით გვიან მისულა, აფთიაქის თანამშრომლებს უთქვამთ: დროზე, რომ მოსულიყვნენ გადაარჩებოდაო. მისულან და რაა მერე საწყალ დაბნეულ და გადარეულ ჭირისუფლებს, იმაშიც არ დაეხმარნენ ბინაში გადესვენებინათ მათი მიზეზით გარდაცვლილი ქალი. ასე დაუტოვეს და დაუგდეს ერთი საათი აფთიაქის, იატაკზე მიცვალებული. ვიდრე დამწუხრებული თელავში სასწრაფო დახმარების დაგვიანებით მისვლამ კიდევ ერთი მოქალაქე იმსხვერპლაჭირისუფლები თავს მოაბავდნენ და მანქანას ნახავდნენ გადასასვენებლად. აი ასე მუშაობს თელავის სასწრაფო დახმარება და როგორც ზევით ავღნიშნე, ასე ხდება ყოველთვის... სასწრაფო , რომ მიდის ავადმყოფი ან გამობრუნებულია თავისით ან უკვე გარდაცვლილი. მე არ ვიცი რა უნდა ვქნა სისხლი ლამის ჩამექცეს ისე ვარ განერვიულებული .... ძალიან გთხოვთ ხალხნო ეგებ გააზიაროთ ეს სტატუსი ან შემეხმიანოს ისეთი ადამიანი ვინც იცის რა უნდა ვქნა ვის მივმართო დახმარებისთვის, რომ თელავის სასწრაფო დახმარებამ კიდევ ბევრი სხვა ადამიანი არ გაისტუმროს საიქიოს! უკაცრავად ასეთი ტონისათვის, ძალიან აღელვებულივარ "

როგორც ჩვენთან საუბარში ქალბატონმა ლელამ განმარტა, აფთიაქიდან მიცვალებულის სახლი მოპირდაპირე ქუჩაზეა, მაგრამ  სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მის გადასვენებაზე უარი თქვეს, ეს ჩვენ არ გვევალებაო. 2 საათი მიცვალებული აფთიაქში იატაკზე იყო დასვენებული, რადგან ყველა კატაფალკა დაკავებული აღმოჩნდა და ჭირისუფლები მის გადაყვანას სახლში ვერ ახერხებდნენ. ადგილზე მისულ  ოჯახის წევრებს კი სასწრაფო დახმარების ექიმები ადგილზე არ დახვდნენ, რომ გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მაინც ეთქვათ, – დასძინა ლელა ლაჩაშვილმა.


უკან დაბრუნება