რას ვერ აპატიებს რატი დურგლიშვილი საყვარელ ადამიანს?!

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ჯგუფი ,,ჯორჯია" დაიშალა, თუმცა მის წევრებს მიზეზებზე საუბარი არ სურთ. ამბობენ, რომ მეგობრებად რჩებიან, თუმცა მომავალში სოლო კარიერას ცალ–ცალკე გააგრძელებენ. ჟურნალი geoelite.ge მის ერთ–ერთ წევრს რატი დურგლიშვილს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- გარდა იმისა, რომ მღერით, სიმღერებსაც წერთ. როგორი გარემო უნდა იყოს, ან რა ხდება თქვენში შინაგანად ისეთი, როცა სიმღერის დაწერის სურვილი გიჩნდებათ?
- მართალია, ბევრი სიმღერა მაქვს, მაგრამ მათგან შვიდი ჩემთვის უძვირფასესია. როცა უცხო ადამიანის ისტორიას იგებ, შენი სიმღერით და გვერდით დგომით გინდა მის მიმართ პატივისცემა გამოხატო. სიმღერაც ასე უფრო გულწრფელი გამოდის. ქუმარიტაშვილზე დაწერილი სიმღერაც ამიტომ შეიყვარა ხალხმა.
- ეს სიმღერა თქვენი დაწერილია?
- არა, ოთარ ტატიშვილის დაწერილია, ნანა ცინცაძის ტექსტზე.რას ვერ აპატიებს რატი დურგლიშვილი საყვარელ ადამიანს?!
- სიმღერის გარდა საკუთარი თავი სად წარმოგიდგენიათ?
- ხელოვნების გარდა საკუთარი თავი ვერსად წარმომიდგენია. ბევრჯერ ვცადე ბიზნესი წამომეწყო, მაგრამ ხელოვნებას რომ დრო მოვაკლო მენანება.
- პროფესიით მოქანდაკე ხართ... 
- კი, სრულიად ხელოვანი ვარ. თუმცა მუსიკით ყოველ წამს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მუსიკა ჰაერიდან არ მოდის, ეს ხომ ყველას არ შეუძლია?! უფლისგან მომადლებულია, რისთვისაც მისი მადლობელი ვარ.
- ზოგი ამბობს, პოპულარობას მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვსო, თქვენ შემთხვევაში როგორ არის?
- ასეთებს შეუძლიათ სახლში დაჯდნენ (იცინის). თუ არ გინდა ადამიანებმა ქუჩაში გიცნონ, მაშინ შეგიძლია მხოლოდ მეგობრებისთვის იმღერო. ჩემი ოცნება იყო, ადამიანებს ჩემი დანახვა გახარებოდათ, ამიტომ ავირჩიე ეს გზა. ჩვეულებრივი რიტმით ვცხოვრობ, გამოვდივარ სახლიდან, ლიფტში მეზობლებს ვესალმები... თუ ვინმეს ეს დისკომფორტს უქმნის, მაშინ ვფიქრობ, რომ მან სიყვარული არ იცის საერთოდ. ხელოვნება ზოგადად ღმერთს ეკუთვნის, სიმღერით ხალხს ესაუბრები. ჩვენ ვალდებულნი ვართ, თუკი ადამიანები თავს ცუდად გრძნობენ, ჩვენი შემოქმედებით მათთან ვიყოთ. საქმე ის არ არის, მხოლოდ სცენაზე იმღერო და ჰონორარი აიღო. საქმე ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვაკეთოთ. რას ვერ აპატიებს რატი დურგლიშვილი საყვარელ ადამიანს?!
- ამისთვის რა არის საჭირო?
- უპირველესად, ალბათ კულტურა მაღალ დონეზე უნდა იყოს, რომ საზოგადოება ნამდვილად ღირსეულ ადამიანებს იცნობდეს, ვინც სხვებს მაგალითს მისცემს. ამბიციებით კი არა, სიყვარულით უნდა მღეროდე.
- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?
- ტყუილს! არ მომატყუოს, რადგან მხატვარი ვარ და მაინც ყველაფერს მივხვდები.
- და რომ მოგატყუოს?
- ვერ მომატყუებს, თვალები არასდროს იტყუებიან. ზოგჯერ, შეიძლება თავი დავუხარო, შეიძლება ვუთხრა, რომ მართალია, მაგრამ ასეთ დროს ზიანის მიყენების მომენტი დგება ხოლმე...
- გენდერულ ბალანსზე რა აზრის ხართ?
- მომხრე ვარ, რადგან სუსტი ქალები არ მიყვარს.
- სოლო კარიერაზე რას ფიქრობთ?
- სოლო კარიერა ძალიან კარგია, ასე შენი თავის ბატონ-პატრონი ხარ. ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნება წარმატებას ასე მიაღწიო.
გვანცა დარჩიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება