ციხეში თავი კიდევ ერთმა პატიმარმა მოიკლა

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. "სასჯელაღსრულების N15 დაწესებულებაში სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. გარდაიცვალა 13.08.1983 დაბადებული მსჯავრდებული ა. ჭ. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. "


უკან დაბრუნება