ეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალ ,,geoelite.ge"–ს ორგანიზებით, გოდერძი ჩოხელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც ასევე ნაჩვენები იყო ახალგაზრდა რეჟისორის თინათინ ბეკოშვილის ფილმი – ,,მე ვარ გოდერძი ჩოხელი".
საღამოზე მოწვეულნი იყვნენ გოდერძის მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები. ღონისძიება მიჰყავდა პოეტ თემურ ჩალაბაშვილს, რომელმაც გოდერძისთან ურთიერთობის ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა.
გოდერძისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა პოეტმა და ჟურნალისტმა თამარ შაიშმელაშვილმა. გოდერძის ლექსზე ,,სად დაგიჩოქო არაგვო" სიმღერა შეასრულა ანსამბლმა ,,დები გოგოჭურებმა". ,, მგალობელთა გუნდმა ,,კირიელეისონმა" კი ღვთისმშობლის საგალობელი შეასრულა. გოდერძის ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს მსახიობებმა ლელა კეკელიშვილმა და დავით ბეკოშვილმა. უკანასკნელ დღეებზე კი სტუმრებს, მისმა უახლოესმა მეგობარმა ნინო ზედელაშვილმა უამბო.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საღამო თბილ და საინტერესო გარემოში წარიმართა, ისე, როგორც გოდერძის შეეფერებოდა.ეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართაეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართაეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართაეროვნულ ბიბლიოთეკაში გოდერძი ჩოხელის საღამო გაიმართა


უკან დაბრუნება