მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ისევ კომაშია

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ნაცემია, თუმცა მისი ცემის ფაქტი მისმა ახლობლებმა უარყვეს. დავით გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს ექიმების განმარტებით, პაციენტს სხეულზე არ აღენიშნება სხვა დაზიანებები, მას მხოლოდ თავა–ქალის ტრამვა აქვს. მათი განმარტებით პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.
სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ის ხუთშაბათს წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია. ეს ინფორმაცია უარყო გუშინ გვიან ღამით საავადმყოფოში მისულმა მინისტრმა. თუმცა კითხვაზე, ექიმმა-რეანიმატოლოგმა მაია ჩიკვაიძემ, შესაძლოა თუ არა, რომ დაზიანება მიღებული იყოს ცემისგან, განაცხადა, რომ არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის.


უკან დაბრუნება