ლელა წურწუმია: მოხარული ვარ, რომ თბილისობა, მოსკოვში ქართველ ემიგრანტებთან ერთად ავღნიშნე

,,მოსკოვური თბილისობის" ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ლელა წურწუმია დუმილს არღვევს და საკუთარ ფეისბუქის გვერდზე კომენტარს აკეთებს: ,,მოხარული ვარ, რომ თბილისობა, მოსკოვში ქართველ ემიგრანტებთან ერთად ავღნიშნე"– წერს იგი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე და თან აღნიშნულ კონცერტზე, საკუთარი გამოსვლის ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, თბილისობის აღსანიშნავად, ის მომღერალ ნინი ბადურაშვილთან და ნინო ჩხეიძესთან ერთად გაემგზავრა, რასაც ქართული საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.


უკან დაბრუნება