საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვები იპოვეს
|
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული ბავშვები იპოვეს
2013 წლის 2 თებერვალს დიღმის მასივის მე-3 კვარტალიდან ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიკარგა. დაკარგულების შესახებ შეტყობინება საპატრულო პოლიციის ყველა ეკიპაჟმა საღამოს მიიღო, რის შემდეგაც მათ ძებნა თბილისის მასშტაბით დაიწყეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 9 წლის ნინო კ-ს და ასევე 9 წლის ნუცა გ-ს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, „ფორდის" ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე საათში მიაკვლიეს და ისინი სახლში, მშობლებთან მიიყვანეს. უკან დაბრუნება |