,,ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტს ზაზა რაზიკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ბრალდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამხანაგობა ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" პრეზიდენტი და შპს ,,ოლიმპიური ვარსკვლავის" დირექტორი ზაზა რაზიკაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მისცა. გამოძიების ინფორმაციით, ის ,,ბინათმშენებარე ამხანაგობა ოლიმპიური ვარსკვლავის" წევრების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. აღნიშნული თანხა 14 მილიონ რვაასი ათას ლარს შეადგენს, რომელიც შარტავას ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა. მოქალაქეების მიერ შეტანილი თანხის მხოლოდ ნაწილი მოახმარა მშენებლობას, რითაც ასზე მეტ მოქალაქეს ქონებრივი ზიანი მიაყენა. დანაშაული შვიდიდან თერთმეტწლამდე პატიმრობას ითვალისწინება.


უკან დაბრუნება