საბაჟოებზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტებმა იმატა

საბაჟო გამშვები პუნქტის – "სარფის" კონტროლის ზონაში, დეკლარირების წესის დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა., რომელსაც დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. ნივთების საერთო წონა - 433,06 გრამს შეადგენდა. საქონლის ღირებულება 17452,33 ლარია. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის.
იმავე დღეს "სარფის" კონტროლის ზონაში შემოსულ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ა.-ს დათვალიერების შედეგად – 132,37 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 5333,5 ლარი. საქართველოს მოქალაქე ს.ა.-ის ბარგში კი 99,42 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა. საქონლის ღირებულებამ შეადგინა 4060,30 ლარი.
ორივე კანონდამრღვევ მგზავრს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 5335,5 ლარის და 4060,30 ლარის ოდენობით.
საბაჟო გამშვებ პუნქტზე – "სადახლო-საავტომობილო"-ზე კი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს. რუსეთის მოქალაქე ხ.დ.-ის ბარგის დათვალიერებისას, 126,5 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 8253,16 ლარი შეადგინა. ყაზახეთის მოქალაქე ლ.ს.-ის ბარგში 7070,91 ლარის ღირებულების 73.83 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოჩნდა, ხოლო სომხეთის მოქალაქე კ.ი., დეკლარირების წესის გვერდის ავლით, 73,94 გრამი (საბაჟო ღირებულება 3417,07 ლარი) ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სამივე მგზავრს შეეფარდა ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 8253,16 ლარი, 7070,91 ლარი და 3417,07 ლარი.

 

 


უკან დაბრუნება