ვისზეა შეყვარებული გიგა კვენეტაძე და რას ფიქრობს მოსკოვში თბილისობისთვის ამღერებულ ქართველებზე?!

სამი წლის იყო, როცა მშობლებმა ანსამბლ ,,Big Band I see"-ში მიიყვანეს. სიმღერამ – ,,ვერ შეგელევი" პოპულარობა მოუტანა. პირველი სოლო კონცერტი 2006 წელს, თბილისის სპორტის სასახლეში ჰქონდა, შემდეგ კი ტურნე რეგიონებში გააგრძელა. ერთ დროს, საქართველოში პოპულარულმა, თინეიჯერებისთვის საყვარელმა შემსრულებელმა, 2008 წელიდან ქვეყანა დატოვა და კარიერა რუსეთში გააგრძელა. ბოლო პერიოდში მის შესახებ ქართველ საზოგადოებას აღარაფერი სმენია. მას მოსკოვში ჩვენი ჟურნალი geoelite.ge დაუკავშირდა და პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ესაუბრა.
– საქართველოში პოპულარობა დღემდე რატომ ვერ შეინარჩუნეთ?
– ჩემი პოპულარობა, ეს იყო ნაყოფი ყოველდღიური მუშაობისა, იმ შემოქმედებისა, რომელსაც ხალხი ადვილად ითვისებდა და იყვარებდა. ვფიქრობ, ახლაც, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ვინ არის გიგა კვენეტაძე.
– რატომ დატოვეთ საქართველო? რუსეთიდან შემოთავაზება გქონდათ?

ვისზეა შეყვარებული გიგა კვენეტაძე და რას ფიქრობს მოსკოვში თბილისობისთვის ამღერებულ ქართველებზე?!
– 2008 წლიდან დღემდე, ქართულ შოუბიზნესში არაფერი ხდება. რადგან რუსეთიდან მოწვევა მქონდა, წასვლა არ დავაყოვნე. ვფიქრობ, ჩემმა გადადგმულმა ნაბიჯმა, რამაც რუსულ შოუბიზნესში მომიყვანა, ბევრი მეგობარი შემძინა, რომლებიც ჩემს სიმღერებს სიამოვნებით ასრულებენ. ესენი არიან: ჯგუფი ,,A studio" და მომღერლები; დიანა ღურცკაია, ნიკოლაი ტიმოფეევი, იულია ბერეტა, ჟასმინი, დათო ხუჯაძე, დავით კალანდაძე, ნოდარ რევია და ა.შ.
– როგორ მიგიღოთ რუსულმა შოუბიზნესმა, რთული არ არის უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება?
– რთულია, მაგრამ გავრისკე და ვფიქრობ, ამ რისკმა შედეგი გამოიღო. რუსი კოლეგები მაფასებენ და პატივს მცემენ.
– ამჟამად რუსეთში რას საქმიანობთ?
– როგორც კომპოზიტორი, დათო ზუჯაძესთან ერთად ვმოღვაწეობ. მოსკოვის ცენტრში მასთან ერთად სტუდია მაქვს.
– თქვენს მიმართ და საერთოდ, ქართველი შემსრულებლების მიმართ, როგორი დამოკიდებულება აქვს რუს მსმენელს?
– ძალიან კარგი, მათგან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობთ.
– საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობთ? ჩვენს არც ერთ სატელევიზიო შოუში არ ჩანხარ, არ გიწვევენ?
– საქართველო ჩემს გულშია, თუმცა ახლა მანდ ყოფნას საჭიროდ არ ვთვლი, ისე ხშირად ჩამოვდივარხოლმე. წლის ბოლომდე, თითქმის ყველა შოუში მივიღებ მონაწილეობას, ნოემბერში უკვე გადაღებებზე ჩამოვდივარ.
– დააკონკრეტეთ, რომელ გადაცემებში გიხილავთ ქართული საზოგადოება?
– მოწვევა მაქვს და აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას ვანო ჯავახიშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის და შალვა რამიშვილის შოუში.
– ქართველი მსმენელისთვის ახალი სიმღერა თუ გაქვთ?

ვისზეა შეყვარებული გიგა კვენეტაძე და რას ფიქრობს მოსკოვში თბილისობისთვის ამღერებულ ქართველებზე?!
– ახალ სიმღერაზე ვმუშაობ, რომელსაც ჩემი მსმენელი, სხვადასხვა რადიო საშუალებებით მალე მოუსმენს.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ძალიან კარგ ადამიანზე ვარ შეყვარებული, მას მარიანა ჰქვია, პროფესიით ექიმია. ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში, ერთი წლის წინ გავიცანით. საქმის კეთების დროს, სიყვარული დიდ სტიმულს მაძლევს. ჩემი ყველა სიმღერა მარიანას ეძღვენება.
– დაოჯახებას როდის აპირებთ?
– ჯერ ამაზე არ გვისაუბრია.
– მოსკოვში გამართულ ,,თბილისობაზე" საქართველოდან ჩამოსული მომღერლები; ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი და ლელა წურწუმიაც იღებდნენ მონაწილეობას, რასაც ჩვენთან დიდი სკანდალი მოჰყვა, მათ საქართველოს მოღალატეებიც კი უწოდეს, რას იტყვით ამ ფაქტზე და თქვენც თუ იღებდით ამ კონცერტზე მონაწილეობას?
– ვფიქრობ,საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია, რა მოხდა, თუ თბილისობისთვის ჩამოვიდნენ მომღერლები და თავის თანამემამულეებს მოეფერნენ?! მე ამ კონცერტში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ იქ ვიყავი და ჩემი კოლეგებიც ვნახე, სადაც შევაფასე, როგორ შეასრულა ნოდარ რევიამ ჩემი სიმღერა.
– გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე.
– ვმუშაობ საავტორო კონცერტზე, სადაც ყველა ის ჯგუფი, თუ შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც ოდესმე ჩემი სიმღერა შეუსრულებია. ეს კონცერტი, როგორც მოსკოვში, ასევე თბილისშიც გაიმართება.

თიკო ბეკოშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

 


უკან დაბრუნება