მარნეულის მუნიციპალიტეტში საგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში, მიმდინარ ეკონტროლის ღონისძიების შედეგად აგადასახადო სამართალდარღვევის 44 ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებისმიერ 650-მდე გადამხდელი შემოწმდა, რის შედეგადაც შემდეგი სამართალდარღვევები დაფიქსირდა; საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 25 შემთხვევა; ორი პირი ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესისდარღვევით ახორციელებდა; 3 სამართალდარღვევა დაფიქსირდა საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნისას ზედნადების გამოუწერლობისგამო. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრებმა დღესვე, ამავე ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალაროაპარატის გამოუყენებლობის 14 სამართალდარღვევა გამოავლინეს.
საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები პერმანენტულად ტარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში - როგორც თვითმმართველი ქალაქების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში.


უკან დაბრუნება