დედა ანა: ,,გმადლობ შენ უფალო ყველაფრისათვის"
|
დედა ანას, რომელიც წყნეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, უკვე მთელს საქართველოში იცნობენ. უფლისგან კურთხეული, საოცარი სიკეთის მატარებელი, დღედაღამ საქართველოზე და ხალხზე ლოცულობს. უსაზღვრო მადლის გამცემი საზღაურად მხოლოდ უფლის რწმენას და სიყვარულს ითხოვს. მისი ლოცვის ძალით წლებია ათასობით სნეული იკურნება, გზააბნეულთ ჭეშმარირების გზაზე აყენებს და უამრავს სიცოცხლეს, ცხოვრების აზრს უბრუნებს. ამიტომაც ყოველდღე მასთან ასობით ადამიანი მოდის. ლელა ბურჭულაძე: 2013 წლის მაისიდან დავდივარ დედა ანასთან. ჩვენი ყოფითი პრობლემებით დათრგუნულები, მისვლისთანავე დადებითად ვიმუხტებით, იმედით და ხალისით ვივსებით. დედა ანას ლოცვით ჩემმა მეუღლემ, რომელიც 13 წელი უმუშევარი იყო მუშაობა დაიწყო. სწორედ, მისმა ლოცვამ გადაარჩინა, როცა საჭესთან მჯდომს ინსულტი დაემართა, გონება გაეთიშა და ავარიაში მოჰყვა. მადლობა უფალს, რომ არავინ დაშავებულა, მხოლოდ მანქანა დაზიანდა. ავარიის მხილველნი გაოცებულნი იყვნენ, რომ ასე, უმსხვერპლოდ დასრულდა ყველაფერი. ჩემი მეუღლე სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მეტყველება უჭირდა. ჩემი შვილი და მეგობარი დედა ანასთან გამოვაგზავნე, რომ მის გამოსაჯანმრთელებლად ელოცა და ისევ სასწაული მოხდა, ჩემი მეუღლე ამეტყველდა. საავადმყოფოში დედა ანას წიგნი მქონდა, დროდადრო მასაც ხმამაღლა ვუკითხავდი, იმედი ეძლეოდა, რომ სრულად გამოჯანმრთელდებოდა და ასეც მოხდა. ოლღა ვეშაგური: ჩემი შვილი ცუდად გახდა. ექიმის მოყვანაზე უარი განაცხადა. წყნეთში დედა ანასთან წამოსვლა გადავწყვიტე, მან გვითხრა, ნევროზი სჭირსო. მისი ლოცვით ჩვენი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა, ყველა კეთილი სურვილი გვისრულდება. მინდა, ჩემს უსაყვარლეს დედა ანას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. მადლობა უფალს ამ მადლისათვის. არჩილ კოტაშვილი: ჩემი ავადმყოფობა მუცლის და კუჭის ტკივილით დაიწყო. მუდმივი და მწვავე ტკივილები მქონდა, არაფერი მიყუჩებდა, ტკივილს ვეღარ ვუძლებდი, სიარულიც მიჭირდა. ექიმთან მივედი, გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ კუჭის მწვავე ქრონიკული გასტრიტი და სწორი ნაწლავის ანთება მქონდა. მკურნალობა დამინიშნეს. 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს ვსვავდი. მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. ტკივილები ისევ მქონდა და უფრო დავსუსტდი.
თინათინ აბაზაძე: ორი თვის წინ ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დამისვევს, მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე. ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავი ჩემთვის ყველაფერი დამთავრებული იყო. ფიქრებში ჩემს შვილებს, მეუღლეს, მშობლებს და ახლობლებს ვემშვიდობებოდი. მეორე დღეს ჩემმა ძმამ წყნეთში წამიყვანა, უფლის წყალობით დედა ანასთან მოვხვდი. როდესაც მან თვალცრემლიანი დამინახა თბილად გამიღიმა და მითხრა: ,,ნუ გეშინია შვილო, რას გაშინებენ ექიმები, შენ არაფერი გჭირს, ოპერაცია კი დაგჭირდება, მაგრამ ის არ აღმოჩნდება რასაც ამბობენო."
დამლოცა და გამომიშვა. ძალიან ბედნიერი წამოვედი, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა. დავდიოდი დედა ანასთან და დღითიდღე ვძლიერდებოდი. ენით აუღწერელ ძალას ვგრძნობდი მისი დალოცვის შემდეგ. ერთ თვეში ოპერაცია გავიკეთე და როგორც დედა ანამ მითხრა, ყველაფერი სწორედ ისე მოხდა. მართლაც, სიმსივნე არ აღმომაჩნდა. მადლობა უფალს, რომ დედა ანასთან მიმიყვანა. მისი სიტყვების და ლოცვების შემდეგ მეორედ დავიბადე. უფალმა დალოცოს დედა ანა, მასთან ჯანმრთელობაშერყეული, იმედგაცრუებული მივედი და სულიერად გაძლიერებული, დამშვიდებული, ბედნიერი წამოვედი. თამარ ოქროპირიძე: 2012წლის 9 სექტემბერს, ჩემს შვილს მანქანა დაეჯახა და 50-60 მეტრზე ათრია. რის შედეგადაც უამრავი ტრამვა მიიღო. უგონო მდგომარეობაში, გორის საავადმყოფოში გადიყვანეს. ექიმები ბოლომდე ვერ მაიმედებდნენ, სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობთ, ორივე ხელ-ფეხი მოტეხილი აქვს, სასწაული უნდა მოხდეს, რომ გადარჩესო. უფალს მთელი გულით ვევედრებოდი სასწაული მოეხდინა. ფეხი იმდენად დაზიანებული ჰქონდა რომ მის შერჩენა შეუძლებელი იყო. ექიმებმა მისი მოკვეთა მირჩიეს, წინაღმდეგ შემთხვევაში თირკმელი გაეთიშება და დიალეზი დასჭირდებაო. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი, ჩემი მეუღლე და უფროსი შვილი განუწყვეტლივ ტიროდნენ. არ ვიცი ჩემში რა ძალამ იფეთქა, ექიმებს ვკითხე, დრო რამდენი მაქვს, სასწრაფოდ რეანომობილით თბილისში უნდა გადავიყვანო-მეთქი, მითხრეს შეიძლება გზაში დაიღუპოსო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე და დიდება უფალს, რომ ჩემს შვილს სიცოცხლე მეორედ აჩუქა.
ლელა მანველიძე (სპეციალურად საიტისთვის) უკან დაბრუნება |