ორ მსჯავრდებულს აკრძალული საგნების შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინა
|
2014 წლის 10-11 მარტს, მსჯავრდებულებს ზ.ხ.-სა და დ.ნ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ. გამოძიების თანახმად, 2013 წლის 15 სექტემბერს, ქსნის №15-ე დაწესებულების საკანში ჩატარებული მოულოდნელი შემოწმება-დათვალიერებისას, დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულ ზ.ხ.-ს კუთვნილი კუსტარულად დამზადებული აკრძალული საგნები, ბანქო და დანა ამოიღეს. კუსტარულად დამზადებული ბანქო აღმოუჩინეს მსჯავრდებულ დ.ნ.-საც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5-ე დაწესებულების თანამშრომლებმა საკნის გეგმიური შემოწმება-დათვალიერებისას. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ
უკან დაბრუნება |