პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, გარდაბანში მცხოვრები, წარსულში ნასამართლევი მამიკ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მამიკ მ-ს პირადი ჩხრეკისას 11,327 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,14176 გრ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის და ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

 


უკან დაბრუნება