შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
|
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილების და ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ალექსი ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და ნათესავის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეინახა „იჟ-75“-ის ტიპის პისტოლეტი, „ვოლტრა პროფესიონალის“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და 7 ვაზნა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ბინის ჩხრეკისას უკანონო იარაღი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
უკან დაბრუნება |