პირველი ქართველი გოაში
|
მოამზადა გიორგი გაბაშვილმა ინდოეთში, გოას ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევებში არქეოლოგებმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს. იგი დასავლეთ საქართველოში ისლამთა წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო იყო. მე-17 საუკუნეში ქეთევან დედოფალი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. სტატიის ამ აღმოჩენის შესახებ რუსული გამოცემა ,,gazeta.ru“ აქვეყნებს. აღმოჩენის გარდა წერილში მოთხრობილია წამებული დედოფლის შესახებ: „მე-17 საუკუნეში საქართველო არ იყო ერთიანი და მის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე მთავრობა. ქეთევანი მართავდა კახეთს, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთშია. მისი ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს ტერიტორია ირანის შაჰებისა და თურქი სულთანებისთვის საოცნებო მხარე იყო და ერთმანეთს ებრძოდნენ. მათი მიზანი ამ მიწების არა მხოლოდ ხელში ჩაგდება, არამედ ისლამიზირებაც იყო. თუმცა ქართველთა უმრავლესობამ მართლმადიდებლობა შეინარჩუნა. ასეთი იყო ქეთევანიც, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ ირანის შაჰ-აბას პირველის კარზე წავიდა, რათა ქვეყნისთვის ომი აეცილებინა. თუმცა შაჰმა მას ისლამის მიღება მოთხოვა, ქეთევანმა კი თავი მოიკლა და არ მიიღო იგი“ - წერს ავტორი. როგორც ცნობილია, ქეთევან წამებული პირველი ქართველია, რომლის ნაშთებიც გოაში აღმოჩნდა.
უკან დაბრუნება |