საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რადიო „ჯაკომ“ ტრადიციას არც წელს უღალატა და საკუთარ იუბილეზე, 15 იანვარს, სპორტულ საზოგადოებასთან ერთად იზეიმა 8 წლის იუბილე. ასევე ტრადიციად ქცეული არაოლიმპიური სპორტის სახეობების სპორტსმენების დაჯილდოვებაც შეძლო საზეიმო ვითარებაში.

„საქართველოს სპორტულმა საზოგადოებამ 10 არაოლიმპიური სახეობის საუკეთესო ათეული ჩაიბარა. ამ წარმატებულ ათეულში, რა თქმა უნდა, საქართველოს კარატეს პირველი ნომერი გოგიტა არქანია რომ უნდა დასახელებულიყო, ამას უკვე მისი ყველაზე დიდი ტიტული - მსოფლიოს კარატეს რეიტინგების მიხედვით ნომერი პირველი კარატისტის ტიტულიც მიუთითებდა. გოგიტა არქანია მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორია 2013 წელსაც. ამ ეტაპზე მე კმაყოფილი ვარ და მადლობა მინდა ვუთხრა რადიო „ჯაკოს“ დამფუძნებელს, ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს, რომელიც ყოველთვის დიდი ინტერესითა, ენთუზიაზმითა და თავგამოდებით იცავს და პოპულარიზაციას უკეთებს სპორტის ყველა სახეობას და სათანადოდაც აფასებს სპორტსმენთა მიღწევებს, რისი ნათელი მაგალითი დღევანდელი კიდევ ერთი დაჯილდოვებაა. მადლობას ვუხდი ბატონ ჯამლეტს ასეთი თანადგომისთვის. პირადად მე კმაყოფილი ვარ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის 2013 წლის მიღწევებით, რადგან ჩვენ გოგიტა არქანიას გარდა ჩვენი ნაკრების სხვა წევრებმაც კიდევ ათეულობით ოქროსა და სხვადასხვა სინჯის მედალი მოვუტანეს საქართველოს“, - განაცხადა დაჯილდოვების შემდეგ საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო კარატისტი

 

 

 

 

 

 

 

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი


უკან დაბრუნება