ავტორი
მზიკო კევლიშვილი
სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდების" და საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, საქველმოქმედო დღედ იქცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გლდანის 200-ე საჯარო სკოლა-პანსიონს ეწვივნენ. მათ პატარებს საჩუქრები გადასცეს და მათთან დაუვიწყარი დრო გაატარეს. აქციის მიზანი, საახალწლოდ მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის, ახალი წლის გალამაზება და მათთვის სხვადასხვა სახის საჩუქრების გადაცემა გახლდათ. ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ, სოციალური ქსელებიდან ვრცელდებოდა. ბავშვებისთვის ნივთების შეგროვება, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი. პატარების დახმარება და მათთვის ახალი წლის გალამაზება ნებსიმიერ მსურველს შეეძლო. აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. ადგილზე მისულ სტუდენტებს სკოლის ორგანიზატორმა განუცხადა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებოდნენ, რომლებიც მათთვის სტუდენტებზე უფრო მნიშვნელოვანი სტუმრები გახლდნენ, ამიტომ საჩუქრების გადაცემა მათი წასვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ, სკოლის წარმომადგენლებმა დაძაბული ვითარების განეიტრალება გადაწყვიტეს, ამიტომ სტუდენტებს საჩუქრების გადაცემის საშუალება მანამდე მიეცათ, სანამ მთავრობის წარმომადგენლები მივიდოდნენ. ახლო მომავალში იგეგმება ვიზიტი სოფელ დვანში, რომლის ფარგლებში, ისინი დვანის მოსახლეობას დაეხმარებიან. სტუდენტური მოძრაობა ,,ანტიპოდების" ერთ-ერთი დამფუძნებლის კახაბერ კაპანაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები ხშირად უნდა განხორციელდეს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიყვარული და სითბო აკლიათ. ,,ჩვენ ვერ შევუცვლით მათ ოჯახს, მაგრამ ამ ასაკში განცდილი გრძნობები და მათზე ზრუნვა, ვფიქრობ მათი, როგორც კეთილშობილი პიროვნებების ჩამოყალიბებაში სულ ცოტა ერთი დადებული აგური მაინც იქნება. ყოველ ჩვენგანს გვერდში საყვარელი ადამიანი ჰყავს, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც მარტო მოუწიათ ბავშვობის უდარდელი პერიოდის გავლა, ჩვენი ვალია ცხოვრება მსგავსი პრობლემების მქონე ბავშებისთვის ლმობიერი გავხადოთ." საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელის ანასტასია გოგოლაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არ გახლავთ, მისი მეგობარი ორგანიზაცია ანტიპოდების წევრია, სწორედ მისი მეშვეობით შეიტყო მათ მიერ განხორციელებული აქციების შესახებ, რის შემდეგაც მათთან თანამშრომლობა და კეთლი საქმეების ერთობლივად განხორციელება გადაწყვიტა. "მოხარული ვარ, რომ ამ ბავშვებს ბედნიერების ერთი დღე ვაჩუქეთ. უდიდეს მადლობას ვუხდი სტუდენტურ მოძრაობა ანტიპოდებს, რადგან ჩვენ ერთობლივად შევძელით მზრუნველობა მოკლებული პატარების გაღიმება."
უკან დაბრუნება
|