შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამუკა ჩ. და 1990 წელს დაბადებული დავით პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულებმა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ობიექტიდან სამშენებლო იარაღი და მასალები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულ ქურდობამდე 2 დღით ადრე მამუკა ჩ-მ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
უკან დაბრუნება
|