ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ჯემალ პ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაბა ჯვარში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯემალ პ. აღიარებს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას.
ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებისას ბრალდებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველო აწარმოებს.

 


უკან დაბრუნება