ქართული ელიტის პოეტები - წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ,,ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია ,,ივერია"

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა კურთხევით

პროექტის მიზანი და შინაარსი საქართველოს პოეტების, მწერლების, ხატმწერების, მხატვრების და ფოტოხელოვანების, მათ შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატების შემოქმედების პოპულარიზაცია გახლავთ. ,,ივერიის" პრემიისთვის ყოველ თვე მონაწილეობას მიიღებს ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ადამიანი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი), ერთი მსჯავრდებული (პატიმრები), ერთი სასულიერო პირი, ოთხი (,,ჩვეულებრივი") პოეტი და სხვა. ყოველ საღამოზე წაიკითხება და ასევე ჟურნალ ,,ქართულ ელიტაში" დაიბეჭდება ერთი ქართველი კლასიკოსის ლექსები. პირველი წლის პროექტში, - წელიწადეულ კრებულში შევა ქართველი კლასიკოსების შემოქმედება: ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, გალაკტიონ ტაბიძე, დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, გიორგი ლეონიძე, ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი.

ყოველ თვე, მონაწილე პოეტებისა და მწერლების შემოქმედება (ასევე ხატმწერების, მხატვრების, ფოტოხელოვნების შემოქმედება) დაიბეჭდება ჟურნალ ,,ქართულ ელიტაში", რომელთა საღამოებიც გაიმართება თვეში ერთხელ, საქართველოს სხვადასხვა ადგილას. ერთი წლის განმავლობაში შემოსული მასალები გადაიბეჭდება წელიწადეულ წიგნში, ავტორთა ბიოგრაფიებთან ერთად. წლის განმავლობაში, ყოველ პოეტურ საღამოს გაალამაზებს ერთი ხატმწერის, ერთი მხატვრის და ერთიც ფოტოხელოვანის შვიდ-შვიდი ნამუშევრი, რომელთა შემოქმედებაც დაიკავებს, ასევე ღირსეულ ადგილს წელიწადეულ კრებულში. სულ, ერთი წლის მანძილზე, მონაწილე იქნება 12 ხატმწერი, 12 მხატვარი, 12 ფოტოხელოვანი, 84 პოეტი და მწერალი.

ქართული ელიტის პოეტები - წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ,,ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის ლიტერატურული პრემია ,,ივერია"

ჩვენი ერის ერთიანი ნაწილნი არიან და ამიტომაც, უმნიშვნელოვანესია სოციალურად დაუცველის, პატიმარის, შეზღუდული შესაძლებლობების, უფრო სწორედ, _ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პოეტების საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობა, მათი ინტეგრაცია-რესოციალიზაცია, მათთვის მომავლის შექმნაში ხელის შეშველება. ასევე ცნობილი პოეტების და სხვა ხელოვანების დახმარებით, პროზა-პოეზიის და სხვა შემოქმედების პოპულარიზაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასულიერო პირების ღვთიური შემოქმედების საზოგადოებისთვის მიწოდება.

პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება ისაა, რომ ამ ფორმით ვეცადოთ საქართველოს გაერთიანება, ეროვნული ღირებულებების შეკვრა-დაფასება - ძველი და ახალი ტკივილის, თუ სიხარულის გასაერთიანებლად, გამარჯვებისთვის! ქვეყანაში, სადაც რელიგია ქრისტიანობა, მართლმადიდებლობაა, იქ მწერლობაც ერთიანი უნდა იყოს, რათა ჩვენისთანა პატარა ერს გაუადვილდეს ყოფა. მწერლობას ხომ ერის მამობა და დედობა შეუძლია, ყველაზე რთულ დროს სწორედ, რომ მწერლობა და შემოქმედებაა ხალხის ტკივილის მალამო... არც პოეზიის ფუნქციაა, მხოლოდ ლექსად თმა გულის ნადებისა, - პოეზიაც ქვეყანას უნდა ემსახურებოდეს, მის ზნეობას, სულს და გულს უნდა ჰკვებავდეს, თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებში... და ეს ყველაფერი ჩვენ დავიწყეთ, თქვენთან ერთად, ჭეშმარიტო მამულიშვილებო, - პროზად და ლექსად, ჩვენი ეპოქის ხატად, ნახატად და ფოტოდ აღმბეჭდავნო შემოქმედნო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II ლოცვა-კურთხევით. ნუ დავკარგავთ ძველს, შევმატოთ ახალი და დავტოვოთ მომავლისთვის ჭეშმარიტი შემოქმედება... ამიტომაც ვუწოდე თავის დროზე ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ,,ივერიის" ხელმეორედ გამოცემას - ,,ივერია" - წარსულში დაბრუნება მომავლის გადასარჩენად" და ამ პროექტსაც იგივე შეგნებით გავაგრძელებ, თქვენთან ერთად, უფლის შემწეობით.

და ბოლოს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II კურთხევით და ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით, 2014 წლის დეკემბერში, გაიცემა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ ,,ივერიის" სახელობის პროზა-პოეზიის სამი პრემია და გამოვლინდება სხვა შვიდი ნომინაცია.

წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებას გისურვებთ ერისა და ღვთის მსახურად!

 

 


უკან დაბრუნება