მსოფლიო მაკაბიადა თბილისში

2013 წლის 27 ნოემბერს, 11 საათზე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში იმართება „WORLD MACCABI CUP 2014”-სადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. საქართველოს მხრიდან ესწრებიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი, სახელმწიფო წარმომადგენლები ჯამლეტ ხუხაშვილი და კახა ბასილია. ისრაელიდან მსოფლიოს ქართველ-ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირელაშვილი, ისრაელის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გაბი მიხეილი და ასევე ისრაელის სამთავრობო დელეგაცია 4 კაცის შემადგენლობით. მსოფლიო მაკაბის თასი გაიმართება 2014 წლის 18-19 ოქტომბერს ქ.თბილისში და მონაწილეობას მიიღებს 55 ქვეყნის ნაკრები გუნდი. ორგანიზატორები არიან: მსოფლიოს მაკაბის კავშირი მსოფლიოს კარატეს ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტრო ქ. თბილისის მერია.


უკან დაბრუნება