აბდალა ომარის - „ომის ხიბლი“ - გახსნილია

ავტორი
მეგი მაჭარაშვილი
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში,  სირიელი მხატვრის აბდალა ომარის გამოფენა „ომის ხიბლი“ გაიხსნა.
გამოფენაზე  ომში დაზარალებული ბავშვების პორტრეტები  იყო წარმოდგენილი. თითოეული ნახატი რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს, ბავშვების სახე მეტყველია, მათი ტკივილიანი სახე, მხატვრული ხერხების მეშვეობით სიღრმისეულ სილამაზეს იძენს.
2012 წლის 10 ივლისს, ლიინ ალ ფალოუჯი, ექვსი წლის ბავშვი ქალაქ დარადან, ძალისმიერი შეტაკების დროს შემთხვევით თავში დაიჭრა. ამ ნამუშევარს მხატვარმა „ჯასმინის გასროლა“ უწოდა.

ოთხი თვის წინ, სირიელ ლტოლვილთა რაოდენობამ ერთ მილიონს მიაღწია, დღეისათვის ეს რაოდენობა გაორმაგებულია.
ერთ-ერთ ნამუშევარში , ზაათარის (იორდანიაში) ლტოლვილთა ბანაკის ორი მორცხვი გოგონა ჟურნალისტებისთვის პოზირებს.

აბდალა ომარის -  „ომის ხიბლი“ - გახსნილია
,,კონფლიქტების დროს ბავშვები ხშრად სიბნელეში, მედიისა და მსოფლიოს ყურადღების ცენტრს მიღმა რჩებიან. მათი სუსტი ხმა ვერ წვდება ჩვენს სმენას, უცხოა აღსაქმელად. პატარებს არ აინტერესებთ უფროსების ,,თამაში“ სახელად „ომები", მათ თავიანთი მხიარული, ბავშვური თამაშები სურთ" - ამბობს მხატვარი ომარ აბდალა.
მხატვრის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა აღფრთოვანება გამოიწვია.
გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

აბდალა ომარის -  „ომის ხიბლი“ - გახსნილია


უკან დაბრუნება