ტიტანიკის ვიოლინო 1.4 მილიონ დოლარად გაიყიდა

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

ვიოლინო, რომელსაც სავარაუდოდ ,,ტიტანიკის" ჩაძირვის წუთებში უკრავდნენ 1.4 მილიონ დოლარად, ინგლისის აუქციონზე, დაწყებდან 10 წყთში  გაიყიდა.
BBჩ-ის განცხადებით, ვიოლინოზე ,,ტიტანიკის" ბენდიხ ხელმძღვანელის, უოლეს ჰარტლის სახელია ამოტვიფრული. შავარაუდოდ, უოლესი გემზე მყოფ  1,517 ჩაძირულთაგან ერთ-ერთი იყო, როდესაც მუსიკოსი წყლიდან ამოიყვანეს მას ვიოლინო მკერდზე ჰქონდა მიკრული.
გავრცელებული ინფორმაციით, ორკესტრი ჰიმნს ,,ახლოს ჩემი ღმერთია", იქამდე უკრავდა, სანამ გემი არ ჩაიძირა.
ინსტრუმენტი წყალში დიდხანს ყოფნის გამო დაზიანებულია, მხოლოდ ორი სიმი აქვს და მასზე დაკვრა შეუძლებელია. დაუდგენელია ვინ იყიდა ვიოლინო. BBჩ-ის განცხადებით მყიდველი ბრიტანელია.
,,20 წელია, რაც აუქციონერი ვარ, მაგრამ მსგავსი ემოცია არასდროს მინახავს,  მისტერ ჰარტლი და მისი ორკესტის წევრები ძლიერი ადამიანები გახლდნენ. ისინი თავიაანთი მგზავრების გვერდით იდგნენ სასტიკ აღსასრულამდე." - განაცხადა აუქციონერმა ალან ადრიჯმა.


 


უკან დაბრუნება