მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი სახელად ჯორჯი გარდაიცვალა

მოამზადა

მზია კევლიშვილმა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ძაღლი ჯორჯი გახლდათ. მისი სიმაღლე 112სმ, სიგრძე 202სმ, წონა კი 110 კგ იყო. გიგანტური ჯორჯი გინესის წიგნშია შეყვანილი. ის შვიდი წლის ასაკში, არიზონაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ძაღლის გარდაცვალების შესახებ, მისმა პატრონმა, ჯორჯის ფეისბუკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განათავსა.
,,დიდი გულის ტკივილით გაცნობებთ, რომ გიგანტი ჯორჯი  მშვიდად, საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმული, თავის მერვე დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე, წუხელ საღამოს  საკუთარ სახლში გარდაიცვალა".
ჯორჯის პატრონმა განაცხდა, რომ ხალხს ყოველთვის აშინებდა მისი ძაღლის სიდიდე .,,ჩვენს ადგილობრივ პარკს აქვს ლეკვების განყოფილება, მაგრამ ლეკვების მფლობელები არ აძლევდნენ ჯორჯს მათთან მიკარების უფლებას, რადგან ეშინოდათ, რომ ჯორჯი მათ ძაღლებს დააზარალებდა".
მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯს არ შეეძლო სხვა ძაღლებივით თამაში, ის მაინც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა.
2006 წლის შემდეგ, ჯორჯი იმდენად გაიზარდა, რომ  ორკაციან საწოლში ეძინა  და თვეში 50-კილოგრამ საკვებს მიირთმევდა.

 

 


უკან დაბრუნება