რას წერს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე მსოფლიო მედია

მოამზადა

გიორგი გაბაშვილმა

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეს მოვლენა, ბუნებრივია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. შედეგების ჩვენების გარდა, საინტერესოა, როგორ ეხმაურება მსოფლიო პრესა საპრეზიდენტო არჩევნებს.
,,Washingtonpos"-ი აქვეყნებს სტატიას სახელით „ ქართველმა ამომრჩეველმა ახალი პრეზიდენტი აირჩია და სააკაშვილს დაემშვიდობა“. ავტორი  სტატიას შემდეგნაირად იწყებს:
„ის იყო  ვარდების რევოლუციის გმირი, შემდეგ პრეზიდენტი და დაამარცხა კორუფცია, ხოლო სახელმწიფო სერვისები უფრო ეფექტური გახადა. ასევე 2008 წელს, იყო ქვეყნის მთავარსარდალი რუსეთთან ომის დროს“. 
ამის შემდეგ ავტორი წერს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და დამარცხებულმა კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, გამარჯვება მიულოცა გიორგი მარგველაშვილს.
ავტორი, ასევე ეხება მარგველაშვილის პიროვნებას და წერს:
„მარგველაშვილი არ შეიძლება ჩაითვალოს დინამიურ ლიდერად, ის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია“. მისი და პრემიერ ივანიშვილის მეგობრობა საქვეყნოდაა ცნობილი, თუმცა პრემიერი სამოქალაქო სექტორში აპირებს გადასვლას და უცნობია, როგორ შეძლებს მარგველაშვილი სახელმწიფო ინსტიტუტებს გაუძღვეს.
სტატიის ბოლოს ავტორი იმ ფაქტსაც ეხება, რომ არჩევნების პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის ასეულობით წევრი დაკითხულ იქნა, რაც ცუდად იმოქმედებს საქართველოს საგარეო რეპუტაციაზე. 
„ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, მინიმალური დარღვევების მიუხედავად იგი სამართლიანად ჩატარდა. მომავალი გვიჩვენებს, თუ რას მოუტანს ქვეყანას ეს არჩევანი“ - ამთვარებს სტატიას ავტორი.
საპრეზიდენტო არჩევნები მოხვდა „ნიუ-იორკ თაიმსის“ - ობიექტივშიც, სტატიით - ,,საქართველომ ახალი პრეზიდენტი აირჩია“, თუმცა ძალაუფლება პრემიერ მინისტრს რჩება - თაიმსი სწორედ ამ მოვლენას ეხმიანება.
„ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა, პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს და უცნობია ვინ დაიკავებს მის პოსტს. ივანიშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა  გიორგი მარგველაშვილი - ყოფილი განათლების მინისტრი. არჩევნებში სწორედ მათ გაიმარჯვეს. მეორე ადგილი კი მთავარი ოპოზიციური და სააკაშვილის პარტიის კანდიდატმა - დავით ბაქრაძემ დაიკავა. სინამდვილეში ქართველმა ხალხმა არა ბაქრაძე მარგველაშვილს შორის გააკეთა არჩევანი, არამედ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის“   - წერს ავტორი.
სტატიაში, ასევე გვხვდება 2 ინტერვიუ სრულიად ჩვეულებრივ ამომრჩეველთან. სტატია საკმაოდ ვრცელია და განხილულია არჩევნების თითქმის ყველა ასპექტი.
არჩევნების თემას ეხმაურება რუსული პრესაც.
„ნეზავისიმაია გაზეტა“  ავრცელებს სტატიას სათაურით „ საქართველო განთავისუფლდა პრობლემური პრეზიდენტისგან“.
,,არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობდა  და იგი კიდეც გახდა პრეზიდენტი. შედეგების მიხედვით მას ქვეყნის ორმა მესამედმა დაუჭერა მხარი, არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდა და შედეგები დიდად აღარ შეიცვლება. რაც შეეხება მეორე ადგილს, ამ პოზიციაზე პრეტენდენტები არიან ნაციონალური მოძრაობის ორო ყოფილი პრეს-სპიკერი - ნინო ბურჯანაძე და დავით ბაქრაძე“ - წერს ავტორი.
შემდეგ საუბარია საქარველოს შიდა სამზარეულოზე, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტებით დაწყებული, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით დამთავრებული.
„და ამ დროს სადაა მიშა? 
მხოლოდ დღის მეორე ნახევარში მიაგნეს იგი ,,იმედის“ ჟურნალისტებმა ანაკლიაში, სასტუმროს მშენებლობაზე. სააკაშვილის თქმით, ესაა ერთადერთი ნაგებობა, რომელიც ახალმა მთავრობამ არ გააჩერა. როგორც ცნობილია სააკაშვილმა არჩევანი საღამოს გააკეთა“ -  ასე ეხმიანება ავტორი ამჟამინდელ პრეზიდენტს.
არჩევნების თემას გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს სხვა მედია საშუალებებშიც, ისეთებში როგორიცაა ,,ფიგარო“, ,,ლემონდი“, ,,გარდიანი“ და სხვა.
 
 


უკან დაბრუნება