მამუკა არეშიძე: ისინი ქართულ ოცნებას პარლამენტში ნამდვილად სჭირდება

- თუ იცით, ხელისუფლება, სოფლის მეურნეობაში ოთხმილიარდიანი ლარის ღირებულების, პროექტის განხორციელებას როგორ აპირებს?

- მთავრობა ამ თანხას მოიძიებს, მაგრამ გააჩნია როგორ გამოიყენებს. ფული, რომელიც სოფლის მეურნეობაში უნდა დახარჯულიყო, მთავრობას ყოველთვის დაბალი პროცენტებით, შეღავათიანი სესხებით ეძლეოდა წლების განმავლობაში, საერთაშორისო დონორებოსგან. ხელისუფლების პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მიმართ, იმდენად სპეციფიკურია, რომ მის აღორძინებაზე ფიქრიც არ შეიძლება. ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე, ჩემთვის ცნობილი გახდა რა ტიპის მიდგომები ექნებოდათ. უნდოდათ, სოფელი ფერმერულ მეურნეობებად ექციათ. სურდათ ლუკბერთა ფენა ხელოვნურად შექმნა. ხალხი ქალაქში ჩამოვიდოდა, რომლებიც იქნებოდნენ არაკვალიფიციური მუშები და ყოველდღიურ სარჩოს გამოიმუშავებდნენ. რაც ხელისუფლებისთვის მომხიბვლელი იყო, ასეთი საქმეც და საზოგადოებაც, ხომ იოლად სამართავია. თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან თანმიმდევრულნი არ იყვნენ თავიანთ გეგმაში. ვერც ეს გააკეთეს, ვერც სხვა მოიფიქრეს და ყველაფერი გააფუჭეს. მერე ახალი იდეა გაუჩნდათ, სოფლის მეურნეობაში - მსხვილი ინვესტორების შემოყვანა. გახსოვთ კენკრის, სიმინდის მოშენების და მსგავსი გეგმები... დასავლეთ საქართველოში თურქებს და ბერძნებს თხილის მოსაყვანად ეკლექტიურად მიწები მისცეს. ესეც უშედეგოდ დამთავრდა, ამიტომ სხვადასხვა ორგანიზაციებზე მიწების ბანალურად გაყიდვა დაიწყო. განხორციელდა ფერმერული გამოცდილების მქონე ადამიანების ჩამოსახლება... აქედან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა საქართველოში არ არსებობს. 10 მილიარდიც რომ დახარჯოს ჩვენმა ხელისუფლებამ, შედეგი - იგივე იქნება.

- ხელისუფლების მხრიდან გახშირებული განცხადებების საფუძველზე, გკითხავთ: რამდენად უნდა ეშინოდეს ხალხს იმ ძველი პოლიტიკოსების და მოხელეების, ვინც ივანიშვილის გვერდით არიან შეკრებილნი?

მამუკა არეშიძე: ისინი ქართულ ოცნებას პარლამენტში ნამდვილად სჭირდება

- საზოგადოებას უნდა ეშინოდეს არა მკაფიო ომისა, არამედ მანკიერების ტრადიციის გაგრძელებისა და საეჭვო ლიდერების. ზოგიერთს მართლაც აქვს ბიოგრაფიაში მძიმე ფურცლები, რაც სასიამოვნო ნამდვილად არაა, ასეთ შემთხვევაში მიზანი უფრო მნიშვნელოვანია - საქართველოს გადარჩენა.Eეს, რომ იყოს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, ზოგ ჩემს პარტნიორს ახნა-განმარტებას მოვთხოვდი, მაგრამ ესაა ბრძოლა გადარჩენისთვის. აქედან გამომდინარე, ზოგ რამეზე თვალი უნდა დახუჭო, მსგავსი საკითხები კულუარებში უნდა გაარჩიო და იქ მოსთხოვო პასუხი. გარანტიებიც უნდა მიიღო იმისა, რომ ხელს არ შეუშლის ქვეყნის გადარჩენის პროცესს _ პირიქით. ჩვენ გვინდა, რომ დავიცვათ საპარლამენტო წარმომადგენლობაში, მრავალრიცხოვანი საქართველოს პარიტეტი, რა თქმა უნდა, ასევეა პოლიტიკაშიც. აქვე დავძენ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა, თავიდანვე გამოთქვა დადებითი აზრი რესპუბლიკელების და ალასანიას გუნდის მიმართ, რადგან მათ დასავლეთში გარკვეული პოლიტიკური იმიჯი, უკვე ჰქონდათ და აქვთ. ყოველთვის არსებობს განსხვავებული ხედვები, თუმცა გარკვეულ საკითხებთან მოხდა თანხვედრა. ამის გარეშე კოალიცია არ შედგებოდა. ჩემთვის, ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი, მხოლოდ მიზანია.

- საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა, ამ ადამიანებს, სახელმწიფო, საარჩევნოდ უბრალოდ ხმებისთვის იყენებს, თუ მათ უფლებებს რეალურად იცავს?

- დიახ,  დღევანდელი ხელისუფლებისთვის ისინი, მხოლოდ საარჩევნო მასალა არიან, რომლის პარალელურად ზოგიერთი კოსმეტიკური, ფასადური რეფორმის გატარება ხდება, რათა სალაპარაკო ჰქონდეთ. ამისათვის, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ზოგიერთი ადმინისტრაციული რეფორმის სახით. აქ არ არის პროცესი, რომელიც ინტეგრაციის ფრონტს გაშლიდა, თუმცა არის წინ გადადგმული ნაბიჯები.

- ეროვნული უმცირესობების  წარმომადგენელთა შემოყვანა სახელმწიფო სტრუქტურებში თუ ხდება?

- ისინი ,,ქართულ ოცნებას" პარლამენტში ნამდვილად სჭირდება. მე ვთვლი, რომ ეროვნულ უმცირესობათა საპარლამენტო წარმომადგენლობა ვალდებულია, პირველ რიგში, სხვა რეფორმებთან ერთად, ზრუნავდეს ამა თუ იმ თემის, ჯგუფის ინტეგრაციის პროცესზე. სახელმწიფოს სისტემაში გამეფებულია არაპროფესიონალიზმი და ამიტომაც ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით, საქმე ცუდად გვაქვს. მათ ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ. მაგალითად, საქართველოს მუსულმანთა თემი, ნომინალურად კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს ექვემდებარებოდა. ყოველგვარი მომზადების გარეშე საქართველოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ შეექმნა მუსულმანთა დამოუკიდებელი სამმართველო, რომელიც გამოეყო კავკასიის სამმართველოს. ამან გამოიწვია დაპირისპირება და ივლისის დასაწყისში, კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს წარმომადგენლობა შეიქმნა. ეს ნიშნავს დაპირისპირებას... არის შიიტების ჯგუფი, რომელიც არც ერთ ორგანოს არ ემორჩილება და ესეც ხელისუფლების შეცდომაა. ამასთან ერთად გაიხლიჩა აჭარის მაჰმადიანობა. ასე რომ, ერთი არასწორი ნაბიჯით ბევრი რამ გააფუჭეს. ამ საკითხს კარგად შესწავლა და ფრთხილად მიდგომა უნდა, რომ საფრთხე არ შევუქმნათ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს.

- ბატონო მამუკა, რა იქნება თქვენი პრიორიტეტები გარდაბნის რაიონში?

- როგორც საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში, გარდაბანშიც უამრავი სოციალური პრობლემაა მოსაგვარებელი. მიმდინარეობს გარდაბნის გაუდაბნოება, არ აქვთ სარწყავი წყალი და რამდენიმე წელში, შესაბამისად, აღარც მოსავალი ექნებათ. ასევე, მათთვისაც და ყველასათვის, აუცილებელია ტოტალური შიშის დაძლევა. ეს შიში იმან გამოიწვია, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას აშანტაჟებენ.

- თქვენ როგორ თვლით, რა არის დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე მძიმე შეცდომები?

- ტერიტორიების დაკარგვა, საზოგადოებაში შიშის დანერგვა და კრეატიული ადამიანის იძულება, რომ საქართველოდან წასულიყვნენ. ქართული კულტურის განადგურება. პარტიულ ჩარჩოებშია მოქცეული ქვეყანა და ხალხი. ეს არის რეჟიმი, რომელიც ანადგურებს ადამიანის სულს. ეს პროცესი უნდა დასრულდეს.


უკან დაბრუნება