მოამზადა
მზია კევლიშვილმა
ოთხშაბათს, ბრუკლინში გამართულ კონცერტზე, სელენა გომესმა საკმაოდ ემოციურად შეასრულა სიმღერა სახელწოდებით: ,,სიყვარული გემახსოვრება". ეს სიმღერა მის ყოფილ ბოიფრენდს, ჯასტინ ბიბერს ეკუთვნის. სიმღერის ბოლოს სელენას თვალები ცრემლით აევსო. ,,ძალიან ცუდი დღეები გამოვიარე, მაგრამ თქვენ ბიჭებო ვერასდროს იგრძნობთ იმას, რასაც მე ვგრძნობ, ეს ის მომენტია, როდესაც უბრალოდ ბავშვობაში დაბრუნება გსურს, რადგან იქ ყველაფერი მარტივია!" - განუცხადა სელენამ დარბაზში მყოფ ხალხს. როგორც ირკვევა, ცრემლები ჯასტინ ბიბერს არ ეკუთვნოდა. ,,ასეთი ლამაზი შოუ არასდროს მთავრდება ცრემლების გარეშე, მადლობას ვუხდი ბრუკლინს ". თქვა სელენამ. ამ სიმღერის მობილური ვერსია, ჯასტინ ბიბერმა ინტერნეტში მანამდე გაავრცელა, სანამ მას ჩაწერდნენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ჯასტინისთვისაც და სელენასთვისაც საკმაოდ ძვირფასი სიმღერაა.
უკან დაბრუნება
|