ლევან როგავა: იაპონელებს კატაში შეიძლება ვერ ვაჯობოთ, მაგრამ ორთაბრძოლებში ჩვენი უპირატესობა ნამდვილად იგრძნობა...
|
- რამდენად პოპულარულია ორთაბრძოლების ეს სახეობა დღეს საქართველოში? - კარატე საქართველოში ძალიან პოპულარულია. შეიძლება ითქვას, რომ პირველ ადგლზეა. ეს სახეობა ბევრ ბავშვს აინტერესებს და ვარჯიშობს. ცხადია მარტო გუჯურუში არა, ჯამში ხუთი სტილია საქართველოში, რითაც ბევრი სპორტმსენია დაკავებული, როგორც პატარები, ასევე დიდები. ფეხბურთში შეიძლება 25- 35 წლამდე სპორტმენი ვარჯისობდეს, ამ შემთხევაში კი სხვა სიტუაციაა, 5 წლიდან 70 წლამდე ასაკის ადამიანს შეუძლია ივარჯიშოს. - ოდესის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები როგორი იყო? - 2012 წელს, 5-8 ივლისს, ოდესაში ჩატარდა მსოფლიოს თასის რიგით მეხუთე გათამაშება, სადაც 20 ქვეყანის 1200 სპორტმენი მონაწილეობდა. ამ უზარმაზარ სპორტულ ღონისძიებაზე, ჩვენ ყველაზე მცირე რაოდენობით ვიყავით წარდგენილნი, სულ 11 კაცი. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანს 130 კაცი ჰყავდა. საბოლოოდ კარგი შედეგები ვაჩვენეთ _ სამი ოქრო, ორი ვერცხლი, ორი ბრინჯაო. ვახტანგ კირკიტაძემ ოქროს მედალი აიღო, ჯაბა ხარჩილავამ წალენჯიხიდან და ალექსანდრე ჯაფარიძემ მეორე ადგილი, გიორგი კვარაცხელია კი მესამეს დასჯერდა, მესამე ადგილი დაიკავა არტურ ვარტანიანმაც. - კარატეს სამშობლოს წარმომადგენლებიც თუ იყვნენ? - რა თქმა უნდა, მათ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავდათ წარმოდგენილი. - ქართული კარატე მოეწონათ? - დიახ, ოფიციალურ გახსნაზე გამოგვაცხადეს, როგორც ამ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი, საუკეთესო მწვრთნელად კი მე დამასახელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა აღარ არის ის დრო, იაპონელები რომ დომინირებდნენ. კუმიტეში (ორთაბძოლებში) უკვე ისე გათანაბრდა ჩვენი დონე, რომ შეიძლება მათზე უკეთესებიც ვიყოთ. თუმცა კატაში შეიძლება ვერ ვაჯობოთ, მაგრამ ორთაბრძოლებში ჩვენი უპირატესობა ნამდვილად იგრძნობა. - კიდევ ვინ იყო ლიდერი ჩემპიონატზე? - საკმაოდ კარგი ეროვნული ნაკრების გუნდი ჰყავდათ ბულგარელებს, უკრაინელებიც დომინირებდნენ. სხვათაშორის, აზერბაიჯანელებსაც კარგი სპორტსმენები ჰყავდათ ჩამოყვანილი. აღნიშვნის ღირსია მაკედონიის გუნდი. ჩვენ კი, - თავისთავად, ფავორიტად ვითვლებოდით. მეტი სპორტსმენი რომ მყოლოდა უკეთესი იქნებოდა, შეიძლება გუნდურ პირველ ადგილზეც გავსულიყავით... - ლევან, ბევრ მშობელს აქვს გადასაწყვეტი, თუ სად, რომელი სპორტის სახეობაზე მიიყვანოს ბავშვი. რას ურჩევთ მათ, თუნდაც,რატომ უნდა მოიყვანოს თქვენთან _ გოჯუ რიუზე? - კარგი, დახვეწილი, უძველესი, ნამდვილი ორთაბრძოლის სკოლაა - გოჯუ რიუ. ეს არის კარატეს სკოლა, რომელიც არ შეცვლილა, ისევ ისე ერთგულად მიჰყვება იმ ძირძველ ტრადიციას, რომელიც კარატეს სამშობლოში, კუნძულ ოკინავაზე დაინერგა. ეს არის ნამდვილი საბრძოლო ხელოვნება, ნამდვილი კარატე! ამავე დროს, თავისი შინაარსით და სიღრმეებით სხვა სკოლებისაგან საკმაოდ განსხვავდება. ეს არის სხეულის, სულის და გონების ჰარმონიულად გაერთიანების საუკეთესო საშუალება, - ამ სამკუთხედს ადამიანი უნდა ჩასწვდეს. ეს სტილი უნივერსალურია იმ მხრივაც, რომ შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ყველა რანგის შეჯიბრში. ამ სტილის ტექნიკური არსენალი უსასრულოა და ამიტომაც აქვს ასეთი ასპარეზობის დიდი დიაპაზონი. გარდა ამისა, ეს ეხმარება ადამინს, იყოს უფრო გამძლე, რაც ბავშვისთვის და მოზარდისთვის მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ზრდასრულ ადამიანებსაც შეუძლიათ ამ საშუალებით ისარგებლონ. - ბოლო უმნიშვნელოვანეს ცვლილებებზე რას იტყვი, მსოფლიოს გოჯუ რიუს ფედერაციის შეფინსტრუქტორის, ცოცხალი ლეგენდის, სენსეი მორიო ჰიგაონას გადადგომაზე? - გაიმართა მსოფლიოს მეექვსე ბუდოსაი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება კარატეს სამშობლოში, ოკინავაზე, სადაც მსოფლიოს კარატეს ყველა წამყვანი სკოლა მონაწილეობს. ამ დროს ტარდება სემინარები, გამოცდები, შიძლება ითქვას, რომ ეს ერთგავრი ფესტივალია. მოკლედ, მსოფლიოს მეექვსე ბუდოსაიზე მეათე დანის მფლობელმა მსოფლიო ლეგენდამ, სენსეი მორიო ჰოგაონამ, 73 წლის ასაკში, თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასპარეზი დაეთმო ახალგაზრდებისთვის, თვითონ კი პენსიაზე გასულიყო. მუხედავად იმისა, რომ არც ძალ-ღონეს და არც ჯანმრთელობას უჩივის. თავის ადგლზე დანიშნა სენსეი ტეტცუჯი ნაკამურა. ამ გადაყვეტილებას ყველა, ბუდოსაის უხუცესები ერთხმად დაეთანხმნენ. როგორც გახსოვთ, სწორედ ტეტცუჯი ნაკამურა გვყავდა ამ წლის ივნისში, საქართველოში. სწორედ ამ დარბაზში ჩაატარა 3 დღიანი სემიანარები და გამოცდები. ის უნიკალური ადამიანია. - ორივე ოსტატთან, სენსეი ჰიგაონასთანაც და ნაკამურასთანაც საკმაოდ დიდი ხანი გაქვს ნავარჯიშები, ალბათ, მათ შორის დიდი განსხვავებაა... - საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ მათ პიროვნებაზე ვისაუბრო, მითუმეტეს, მათი ოსტატობის დონეზე გავაკეთო რაიმე განცხადება. ამ ადამიანებს უდიდესი ღვაწლი და ცოდნა აქვთ. ოსტატები უნდა გახდნენ არა მარტო ხელით, არამედ სულითა და გულით... მათ ეს ცხოვრებამ მოუტანათ - მსოფლიოს კარატეს სამყარომ ოსტატები უწოდა. რაც შეეხება განსხვავებას, ჰიგონა სენსეიზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უნიკალური ადამიანი, რომელმაც აღზარდა ასევე განსხვავებული, საოცარი ადამიანი - ტეტცუჯი ნაკამურა. ალბათ მსგავსი ადამიანები ძალიან იშვიათად იბადებიან. უკან დაბრუნება |