ამნისტიით გათავისუფლებულს ქურდობისთვის ისევ ასამართლებენ
|
ავტორები თეონა ამბროლიანი ვერიკო ბუბუტეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას თავჯდომარეობით, გიორგი ქვაჭრელიშვილის საქმე განიხილა, რომელიც სსკ-ს 177 მუხლის II ნაწილის „ა, ბ“ ქვ/პ და III ნაწილის „დ“ ქვ/პ სამართლდება. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, ქურდობის ფაქტს, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. განსასჯელმა, ასევე ჩაიდინა სსკ-ს 125 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ცემის ან სხვაგვარი ძალადობის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე, ანდა ტუსაღობით ვადით ორ თვემდე. განსასჯელის ადვოკატმა გელა ტყეშელაშვილმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ განსასჯელი ახლადგაცნობილ მეგობართან ერთად, თბილისის ერთ-ერთ პარკში წავიდა, სადაც სვამდნენ და მოუვიდათ უთანხმოება. შემდეგ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა დაზარალებულს სცემა, შემთხვევის ადგილიდან კი საფულე და ტელეფონი წამოიღო, სადაც 280 ლარის ოდენობით თანხა იყო. დაკავების დროს არ აღმოაჩნდა მას არც საფულე და არც ტელეფონი, რადგან ფულის მითვისების შემდეგ ორივე ნივთმტკიცება გაანადგურა. მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული. ბრალდებული გიორგი ქვაჭრელიშვილი, 2012 წლის ამინისტიის შედეგად განთავისუფლებულია პატიმრობიდან. მაშინაც, იგივე მუხლით იყო გასამართლებული და მისჯილი ჰქონდა ერთი წლით პირობითი პატიმრობა. ადვოკატის თქმით, საქმე რთულადაა, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში დანაშაული განმეორებით ჩაიდინა, ამიტომ ძველი საქმიდან ერთი წელი ემატება და საპროცესო შეთანხმების შედეგად, ახალი დანაშაულის ჩადენის გამო, მიესჯება ერთი წელი და 6 თვე. ის იმედოვნებს, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება მხარეებს შორის და იგი საბოლოო ჯამში, საპყრობილეში, მხოლოდ 2 წელსა და 6 თვეს გაატარებს . პროცესი გადაიდო, რადგან ადვოკატს სრულად არ აქვს დეტალები შეთანხმებული პროკურატურასთან და ამისათვის გარკვეული ვადა ითხოვა. სასამართლო სხდომა განახლდება 2013 წლის 13 ნოემბერს.
უკან დაბრუნება |