ამაზონში მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს

ამაზონის მდინარეში, მსოფლიოში ყველაზე დიდი კუ აღმოაჩინეს. მისი ასაკი დაახლოებით 529 წელია, წონა 800 ფუნტი.
ამ  წითელ კუს სხვადასხვა სახელებს უწოდებენ: წითელი ფეხების მქონეს, ბრაზილიურ გიგანტურ კუს, სამხრეთ ამერიკის გიგანტს, მისი ადგილობრივი სახელი კი  მორროცოყ   გახლავთ. ასეთი დიდი ზომის კუ ყოველთვის მოიძებნება ამაზონის მდინარეში. მათი უმრავლესობა აღმოჩენილია (პერუში, ბრაზილიაში, ვენესუელაში და კოლუმბიაში.) ჩვეულებრივ  ამ სახეობის კუს სიგრძე 3 მეტრს აღწევს, ეს  უკანასკნელი, კი მათთან  შედარებით გარკვევით გრძელია.
მათი ძირითადი საკვები გახლავთ მცენარე, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთ  რეგიონში იზრდება. ეს საკვები ხელს უწყობს მათ  ზრდასა  და  სიცოცლის ხანგრძლივობას. ამ მცენარის წყალობით, ისინი  სიცოცხლის ბოლომდე არ წყვეტენ  ზრდას.
ამ სახეობის კუს ჩვევები, ზღვის კუს ანალოგიურია, ისინიც ჯგუფურად იკრიbებიან და ისე მიემგზავრებიან ახალი ადგილების ასათვისებლად. მდედრი კუ კვერცხებს ქვიშიან მეჩეჩზე დებs. ისინი  კვერცხების დასადებად ღამე გამოდიან, შემდეგ კი ისევ ზღვაზე ბრუნდებიან. მათი  დადებული კვერცების რაოდენობა  90-დან 100 კვერცხამდე მერყეობს. გიგანტური კუ შეტანილიa წითელ წიგნში და მხოლოდ იშვიათ ქვეყანაში ვხვდებით მათ.


უკან დაბრუნება